10 ნოე, 2022

გამცემლიძე შოთა ლევანის ძე

შოთა ლევანის ძე გამცემლიძე დაიბადა 1921 წელს ქ. თბილისში. სკკპ წევრობის კანდიდატი. 1941 წლის მაისში გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1945 წლის 20 იანვარს აღმოსავლეთ პრუსიაში, ქ. აულოვენენში გაცხარებული ბრძოლისას უმცროსი სერჟანტი შოთა გამცემლიძე ხელყუმბარების კონით ხელში შეუვარდა მოწინააღმდეგის ტანკს და აფეთქდა მასთან ერთად. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ).24 წლის სამშობლოს დამცველი ქართველი შოთა გამცემლიძე სმოლენსკის მე-4 საგვარდიო სუვოროვის წითელი დროშის ორდენოსანი მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლი იყო, როდესაც 1945 წლის 20 იანვარს აღმოსავლეთ პრუსია...

3 დეკ, 2020

გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე

ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი დაიბადა 1903 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და დიდების მესამე ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 13 დეკემბერს - კავკასიის დაცვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. დაიღუპა 1945 წლის აპრილში ბერლინის შტურმის დროს.გლეხმა კაცმა, კოლმეურნე ნიკოლოზ გოგიჩაიშვილმა სამხედრო მომზადება რამდენიმე თვის განმავლობაში, 276-ე ქართულ მსროლელ დივიზიაში გაიარა. ტრაქტორისტმა იოლად აითვისა ტყვიამფრქვევი „მაქსიმის“ მოხმარება, ნებისმიერი მანძილიდ...

3 დეკ, 2020

გორბაჩოვი მიხეილ ნიკიფორეს ძე

მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩოვი დაიბადა 1917 წელს ქ. თბილისში,იყო სკკპ წევრი. მფრინავი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 13 მარტს- საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის. გარდაიცვალა 1955 წელს.თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა რუსმა კაცმა მფრინავის ხელოვნების დაუფლება ბათუმის აეროკლუბში დაიწყო, ჩაირიცხა სამხედრო-საჰაერო სასწავლებელში, გახდა წითელი არმიის კადრის ოფიცერი. ჯარში 1938 წლიდან მსახურობ...

3 დეკ, 2020

გოცირიძე გიორგი გიორგის ძე

გიორგის გიორგის ძე გოცირიძე დაიბადა 1910 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. ბრძოლების ურთულესი გზა განვლო სტალინგრადიდან ბერლინამდე, ომის დასრულებისას უკვე პოდპოლკოვნიკის რანგში იყო.საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 25 ოქტომბერს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. ომის შემდგომ მუშაობდა მოსკოვის ოლქის მთავარ არქიტექტორად. მინიჭებული ჰქონდა ლენინური და სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიები. გ...

3 დეკ, 2020

გრიგორიანი სერგო ვართანის ძე

სერგო ვართანის ძე გრიგორიანი დაიბადა 1923 წელს თეთრი-წყაროში. სამხედრო ფერშალი. საბჭოთა არმიის რიგებში შევიდა მოხალისედ 1942 წელს, მიატოვა რა სწავლა  თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენითა და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 20 დეკემბერს (სიკვდილის შემდეგ) ბრძოლაში მეთაურის გადარჩენისათვის საკუთარი სიცოცხლის ფასად. დაიღუპა ბრძოლაში 1943 წლის 4 ოქტომბერს.ფრონტზე გრიგორიანი სანიტარული ქვედანაყოფის მე-3 ბატალიონის ფელდშერად მსახურობდა. 1943 წლის ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში სანიტარული შენაერთის მებრძოლებმა, სტეპი...

დეკ 3, 2020

გუბელაძე ვლადიმერ იასონის ძე

ვლადიმერ იასონის ძე გუბელაძე დაიბადა 1921 წელს მაიაკოვსკის რაიონის სოფელ ზეკარში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. ხუთჯერ იყო დაჭრილი და გამოჯანმრთელების შემდეგ ყოველთვის უბრუნდებოდა ფრონტს. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. დაიღუპა ბრძოლაში 1944 წლის 8 თებერვალს, ხოლო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა სიკვდილის შემდეგ, იმავე წლის 22 თებერვალს, მდ. დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობის გამო.გვარდიის ლეიტენანტი, არტილერისტი ვლ. გუბელაძე 1943 წლის შემოდგომაზე 110-ე გვარდიის მსროლელი დივიზიის 307-ე გ...

დეკ 3, 2020

გურგენიძე ალექსანდრე ერმალოზის ძე

ალექსანდრე ერმალოზის ძე გურგენიძე დაიბადა 1916 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევში. სკკპ წევრი. მფრინავი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველისა და სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 6 მარტს- საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის. გარდაიცვალა 1975 წელს.გურგენიძე მფრინავი-მოიერიშე გახლდათ. მის მიერ მართული „ილ-2“ მრისხანე იარაღად  გადაიქცეოდა ხოლმე. წარმატებული ბრძოლები ქართველმა ნოვოროსიისკისა და ქერჩის თავზე დაიწყო, სადაც იგი გერმან...

26 ნოე, 2020

გვენცაძე ივანე ნიკოლოზის ძე

ივანე ნიკოლოზის ძე გვენცაძე დაიბადა 1907 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ბარეულში.  იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის პირველი ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 17 მაისს - დნეპრის გადალახვისათვის. ომის შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, გარდაიცვალა 1990 წელს.მე-14 გვარდიის მსროლელ დივიზიაში შემავალი ლეიტენანტ გვენცაძის საარტილერიო ბატარეია ყოველთვის ქვეითთა პირველ რიგებში იმყოფებოდა და კლდესავით იცავდა ჯარისკაცებს, როდესაც მდ. დნეპრის ფორსირება ხდებოდა. დივიზიის მეთაუ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება