22 თებ, 2024

"ნუ შეგეშინდებათ „ნაცების“, გეშინოდეთ ღმერთის" - გულბაათ რცხილაძე თელავის მერს მიმართავს

ქალაქ თელავის მერს, ბატონ ლევან ანდრიაშვილს ბატონო ლევან,   ქალაქ თელავის სასაფლაოს შესასვლელთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის შედეგად, ჩადენილია ვანდალიზმის აქტი - გადაღებილია საინფორმაციო დანიშნულების ბანერი, რომელზეც ქართულ და რუსულ ენებზე ეწერა:   „აქ განისვენებენ 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში ჭრილობებისგან გარდაცვლილი მებრძოლები. საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თელავში, ომის დროს ფუნქციონირებდნენ ლაზარეთები, სადაც დაჭრილებს მკურნალობდნენ. სამწუხაროდ, საფლავები დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ ცენტრალური მონუმენტი“.

29 ოქტ, 2023

დიდი სამამულო ომის შესახებ წიგნის პრეზენტაცია და გავრცელება საქართველოს მასშტაბით გრძელდება - საჩუქარი ამჯერად ქობულეთმა მიიღო

ქობულეთის წიგნის მოყვარულთა საზოგადოებისათვის ქობულეთის მუზეუმში ახალი ისტორიულ-დოკუმენტური გამოცემის პრეზენტაცია შედგა.

17 ივლ, 2023

დავალების შესრულების შემდეგ, შენიშვნაც მივიღე, თუ სად იყო ქამარი. ჩემი ქამრით დროშა მჭიდროდ მივამაგრე

1992 წლის აგვისტო. ქართული ჯარი აფხაზეთშია. სსრკ ყოფილი გამაჯანსაღებელი ადგილი სულ უფრო ცეცხლმოკიდებულ სახლს გვაგონებს. ქალაქებში სროლა და ყაჩაღობაა. ოდესღაც ძმები ქართველები და აფხაზები, ერთმანეთს ესვრიან. ახალგაზრდა კორესპონდენტი გიორგი ზოტოვი სახლში მოხუცმა მიიპატიჟა. მაგიდაზე სურნელოვანი ატმები და სულგუნია. მასპინძელმა ჭაჭა გამოიღო და ორი ჭიქა ბოლომდე გაავსო. ხელი, როგორც გამობრძმედილ ჯარისკაცს ეკადრება, არ უკანკანლებდა. პირველი სადღეგრძელო, რომელსაც მუდამ წარმოთქვამდა ქართველი, ასე ჟღერდა: "გაუმარჯოს დიად საბჭოთა ხალხს".  მოხუცმა სულმოუთქმელად დაცალა ჭიქა და აცრემლებულმა იკითხა:  - შ...

9 ივნ, 2023

რუსეთში საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას ერთმანეთთან ვეღარავინ გაათანაბრებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მიიღო კანონი, რომლის ძალითაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიერ, ერთის მხრივ და, ნაცისტური გერმანიის („მესამე რაიხის“) მიერ, მეორეს მხრივ, მეორე მსოფლიო ომში შესრულებული როლის ერთმანეთთან გათანაბრება იკრძალება. კანონი პრეზიდენტ ვლ. პუტინის დავალებით მომზადდა, როდესაც საკითხი კულტურისა და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭოზე იქნა განხილული.  შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი კანონში „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავყოფის შესახებ“. დოკუმენტის თანმხლებ, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ როგორც უცხოური, ისე რუსულ...

12 მაი, 2023

რუსულმა მასმედიამ თბილი სიუჟეტი მიუძღვნა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საცხრამაისო აქციას

გთავაზობთ შესაბამის ბმულებს:     РИАФАН: В Тбилиси провели акцию памяти на 9 мая и осудили неофашизм Завтра.ру: Родина Сталина помнит и чтит героев Великой Отечественной войны

მაი 11, 2023

ფოტოგალერეა - თბილისი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78-ე წლისთავი, 9 მაისი, 2023 წ.

თბილისში, დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 78-ე წლის აღსანიშნავად, ოფიციალური სამთავრობო ღონისძიების პარალელურად, ევრაზიის ინსტიტუტის აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გავრცელდა, ახლა კი შესაბამის ფოტო- და ვიდეომასლას გთავაზობთ.  

მაი 10, 2023

ევრაზიის ინსტიტუტის საპროტესტო აქციამ პირველი შედეგი გამოიღო - თბილისის მერიამ გამოიღვიძა

მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა იმის გამო, რომ გამოეხმაურა ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივას და მოვიდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნად. ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ჩავატარეთ საზეიმო ღონისძიებები.

25 აპრ, 2023

დიდ სამამულო ომზე წიგნის აპრობაცია სკოლებში

დიდ სამამულო ომზე გულბაათ რცხილაძის მიერ დაწერილი წიგნის აპრობაცია წმ. გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების სკოლამ, ასევე 52-ე საჯარო სკოლამ განაგრძეს.


© Didisamamulo.ge
დაბრუნება