ამიერკავკასიის ფრონტი (რუს.: Закавказский фронт) - საბჭოთა ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის (1941–45) დროს. ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის სამხედრო ოკრუგის (ოლქი) ბაზაზე 1941 წლის 23 აგვისტოს.ფრონტის ოპერატიულ დაქვემდებარებაში იყო შავი ზღვის ფლოტი და აზოვის სამხედრო ფლოტილია. 1941 წლის ბოლოს გარდაიქმნა კავკასიის ფრონტად, ხოლო 1942 წლის 15 მაისს კვლავ აღდგა ძველი სახელწოდებით. ამიერკავკასიის ფრონტის ჯარებმა 1942 წელს ჩაატარეს ნოვოროსიისკის, მოზდოკმალგობეკის, ნალჩიკ-ორჯონიკიძისა და ტუაფსის თავდაცვითი ოპერაციები, ხოლო 1943 წელს ჩრდილო კავკასიის შეტევითი ოპერ...