8 დეკ, 2022

დუპლი ივანე მინას ძე

ივანე მინას ძე დუპლი დაიბადა 1915 წელს უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის მხარეში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლეში. ტანკისტი. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.ომში ივანე დუპლი ქუთაისიდან გაიწვიეს, სადაც იგი 6 კლასის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა ლიტოფონის ქარხანაში, ელექტროშემდუღებლად.1943 წლის ოქტომბრამდე იბრძოდა დასავლეთის, ბრიანსკის, ვორონეჟის, 1-ლ უკრაინულ ფრონტებზე. იცავდა მოსკოვსა და სტალინგრადს...

8 დეკ, 2020

დარბიანიანი ლეონ ოჰანესის ძე

ლეონ ოჰანესის ძე დარბინიანი დაიბადა 1905 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში. იყო სკკპ წევრი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1943 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს (სიკვდილის შემდეგ). 1943 წლის 25 დეკემბერს დაიჭრა ბრძოლაში და გარდაიცვალა.წითელი არმიის რიგებში დარბინიანი ომის დაწყებამდე ბევრად ადრე, 1924 წელს ჩაირიცხა და იგი მსახურობდა ახალი სახეობის ჯარებში - მექანიზირებულში. გახდა პოლკოვნიკი, თავი ნიჭიერ სამხედროდ გამოა...

8 დეკ, 2020

დემეტრაშვილი ივანე გაბრიელის ძე

ივანე გაბრიელის ძე დემეტრაშვილი დაიბადა 1910 წელს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ დიდ თონეთში, იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში იბრძოდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 31 მაისს (სიკვდილის შემდეგ) - ბერლინის შტურმის დროს გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის. დაიღუპა ბრძოლაში 1945 წლის 16 აპრილს.1945 წლის აპრილში გერმანელები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი წინააღმდეგობა ბერლინის დაცვისათვის გრძელდებოდა. რაიხის...

8 დეკ, 2020

დიასამიძე მიხეილ სტეფანეს ძე

მიხეილ სტეფანეს ძე დიასამიძე დაიბადა 1913 წელს ვანის რაიონის სოფელ გაღმა ვანში. იყო სკკპ წევრი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942 წ. ივნისს-დეკემბერში. მონაწილეობდა აგრეთვე იაპონელ მილიტარისტთა წინააღმდეგ ომში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის მეორე ხდარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 22 დეკემბერს, სტალინგრადთან ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის. გარდაიცვალა რუსეთის ქალაქ კურსკში, 1992 წლის ივნისში.წითელი არმიის რიგებში დიასამიძე ნებაყოფლობით, 1929 წლიდან მსახურობდა. 1933 წელს დაამთავრა ...

3 დეკ, 2020

დანელია ამირან იოსების ძე

ამირან იოსების ძე დანელია დაიბადა 1923 წელს ქ. ფოთში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. ორჯერ დაიჭრა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 10 აპრილს- სატანკო ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის. გარდაიცვალა 1979 წელს.1945 წლის იანვარში ამირან დანელია მსახურობდა ტანკის მსროლელ-მეტყვიამფრქვევედ 53-ე ბოგდან ხმელნიცკის სახელობის სატანკო ბატალიონში. სოფელ შჩიტთან ბრძოლაში დანელიამ ტყვიამფრქვევის ცეცხლით გაანადგურა 23 გერმანელი ფაშისტი, მის სიმამაცეზე კი ხმა გავარდა პირველი უკრაინული ფრონტის მასშტაბით.20 იანვარს დანელია უკვე ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება