ბერია ნიკოლოზ დიტოს ძე

ნიკოლოზ დიტოს ძე ბერია დაიბადა 1925 წელს სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1943-1945 წლებში. დაიჭრა ორჯერ, მაგრამ კვლავ დაუბრუნდა ფრონტს. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენითა და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 17 ნოემბერს - ქერჩის ნახევარკუნძულის განთავისუფლებისათვის გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. გარდაიცვალა 1948 წელს.

მეავტომატე ნიკოლოზ ბერია ტამანის მე-2 მსროლელი დივიზიის მე-6 გვარდიული პოლკის მე-4 როტაში მსახურობდა. წითელი არმიის რიგებში 18 წლის ასაკისა გაიწვიეს. პირველი ბრძოლები ახალგაზრდა ჯარისკაცმა ჩრდილო კავკასიაში გადაიტანა, ორჯერ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლებს არ გამოეთიშა.

ქერჩის დესანტირებისას ბერია მოწინავე ჯგუფში მოხვდა, რომელსაც ყველაზე მძიმე ამოცანა ეკისრა - ნაპირზე გამაგრებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის გატეხვა, პლაცდარმის დაკავება და ძირითადი ძალებისათვის გზის გაკაფვა. ახალგაზრდა ქართველმა პირადად მოსპო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილი საკუთარი სიცოცხლისთვის უდიდესი რისკის ფასად - მიხოხდა საკმარისად ახლოს და ხელყუმბარის ზუსტი ტყორცნით გაანადგურა გერმანელი მეტყვიამფრქვევები, რითაც გზა გაუხსნა დესანტს.

იმავე ბრძოლაში, ბერიას 4-კაციანმა ჯგუფმა მოიპოვეს მტრის ქვემეხი და 16 გერმანელი არტილერისტი დაატყვევეს, მოპოვებული ქვემეხებიდან კი გერმანელებს დაუშინეს ცეცხლი. მცირერიცხოვანმა საბჭოთა დესანტმა ბრძოლით დაიკავა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე 175,0.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება