ვიდეოხიდი: დ. ს. ომში დაღუპული ქართველების სამარხები ნაპოვნია ჩრდილო კავკასიაში | Видеомост: Захоронения грузин, погибших в ВОВ, найдены на Северном Кавказе – DidiSamamulo.Ge

ვიდეოხიდი: დ. ს. ომში დაღუპული ქართველების სამარხები ნაპოვნია ჩრდილო კავკასიაში | Видеомост: Захоронения грузин, погибших в ВОВ, найдены на Северном Кавказе

by dazva1111
A+A-
Reset

მულტიმედიური ცენტრის, „სპუტნიკ-საქართველოს“ ბაზაზე, ინტერნეტ-ჩართვის ფორმატში, შედგა ვიდეოხიდი თემაზე – „დიდი სამამულო ომის ქართველი გმირები“. რუსეთში იგეგმება, მოხდეს სტანიცა ჩერნოერკოვსკაიაში მდებარე სამხედრო სასაფლაოს რესტავრაცია, სადაც დაკრძალულნი არიან 414-ე ანაპის წითელდროშოვანი მსროლელი ქართული დივიზიის ჯარისკაცები და ოფიცრები (300 ადამიანზე მეტი). ისინი 1943 წლის თებერვალში, ბრძოლებში დაიღუპნენ. ამ ლეგენდარული დივიზიის მებრძოლები ათავისუფლებდნენ ყირიმს და სევასტოპოლს 1944 წლის აპრილ-მაისში. ინტერნეტ-ჩართვისას, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის პროექტ “Солдатские обелиски”-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ გრიბოვსკიმ, დამსწრეთ მოუთხრო კრასნოდარის მხარის სლავიანსკის რაიონის სტანიცა ჩერნოერკოვსკაიაში აღმოჩენილი ქართველი მებრძოლების სამარხების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს და თავიანთი ნამოღვაწარის შესახებ ინფორმაციები გააზიარეს მოხალისეებმა:

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროექტ „საქართველოს უკვდავი ჯარის“ დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ (თბილისი);

ქართული ეროვნული კულტურული ავტონომიის „ივერიის“ ხელმძღვანელმა სტავროპოლის მხარესა და ქალაქ კისლოვოდსკში, სტავროპოლის მხარის გუბერნატორთან არსებული ეთნიკური საკითხების საბჭოს წევრმა პეტრე ლობჟანიძემ;

ქართული ეროვნულ-კულტურული საზოგადოების, „ედინსტვო-ერთობის“ თავმჯდომარემ ლალი ხადონოვა-ბერიანიძემ (ვლადიკავკაზი);

ქალაქ მოზდოკის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ვალიკო გიგაურმა;

ქ. მოზდოკის სამძებრო ჯგუფ «Поиск»-ის ხელმძღანელმა მაჰმად დაულეთოვმა;

ქალაქ სოჭის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ვლადიმირ გეგეჭკორმა და

სამძებრო ჯგუფ “Последний рубеж”-ის ხელმძღვანელმა, სრულიად რუსეთის პატრიოტული აქციის “Я вернулся, Мама…”-ს ხელმძღვანელმა და ავტორმა, საზოგადოებრივ ორგანიზაცია “Наш дом город Грозный”-სა და რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელმა საიპუდდინ გუჩიგოვმა (ქ. გროზნი).

ბმული ვიდეოზე .

★ ★ ★

Видеомост Тбилиси-Москва в формате интернет-подключения на тему “Грузинские герои Великой отечественной войны” состоялся в Мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия. В России планируется реконструировать воинское захоронение в станице Черноерковская, где покоятся солдаты и офицеры 414-ой Грузинской Анапской Краснознаменной стрелковой дивизии (более 300 человек), которые погибли в феврале 1943 года. Воины этой легендарной дивизии освобождали полуостров Крым в апреле-мае 1944 года и город Севастополь. В ходе зум-подключения руководитель проекта “Солдатские обелиски” Московского авиационного института Александр ГРИБОВСКИЙ рассказал о найденных захоронениях грузинских бойцов в Краснодарском крае, станице Черноерковская Славянского района.

В мероприятии также приняли участие и о своей работе рассказали:

Руководитель Института Евразии и основатель проекта «Бессмертное войско Грузии» Гулбаат РЦХИЛАДЗЕ (Тбилиси);

Председатель Грузинской Региональной национально-культурной автономии в Ставропольском крае и города Кисловодска «ИВЕРИЯ», член Совета по межэтническим вопросам при губернаторе Ставропольского края Петр ЛОБЖАНИДЗЕ;

Председатель грузинского национально-культурного общества “Единство-Эртоба” Лали ХАДОНОВА-БЕНИАНИДЗЕ (Владикавказ);

Председатель Грузинской общины города Моздок Валико ГИГАУРИ;

Руководитель поискового отряда «Поиск» г. Моздок – Махмади ДАУЛЕТОВ;

Ппредседатель Грузинской общины Сочи – Владимир ГЕГЕЧКОРИ и

Командир поискового отряда “Последний рубеж”, автор и руководитель Всероссийской патриотической акции “Я вернулся, Мама…”, руководитель Общественной организации “Наш дом город Грозный” и  местного отделения Российского военно-исторического общества – Сайпуддин ГУЧИГОВ (г. Грозный).

Видеоссылка.

Рекомендуем