უკრაინელი პარტიზანის „სტალინური რეიდი“: სიდორ კოვპაკი – წლების შემდეგ გაღვიძებული სამხედრო – DidiSamamulo.Ge

უკრაინელი პარტიზანის „სტალინური რეიდი“: სიდორ კოვპაკი – წლების შემდეგ გაღვიძებული სამხედრო

by SuperUser
A+A-
Reset

80 წლის წინ, 1941 წლის 22 სექტემბერს, უკრაინის ლეგენდარულმა საბჭოტა პარტიზანმა, სიდორ კოვპაკმა, თავისი ბრძანება №1 – მის მიერ შექმნილი პარტიზანული რაზმის პირადი შემადგენლობის შესახებ. რაზმი ქალაქ  პუტივლთან ახლოს, სპადშჩანსკის ტყეში ჩამოყალიბდა. რაზმმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროს უკრაინაში (ანუ ფაშისტების ღრმა ზურგში) ათასობით კილომეტრი დაფარა. ეს რეიდი „კარპატის რეიდად“ მონათლეს მოგვიანებით, თუმცა თავად კოვპაკმა მას „სტალინური რეიდი“ უწოდა.

კოვპაკი გამარჯვებას საბჭოთა კავშირის ორგზის გმირის წოდებით შეხვდა. მომავალი პარტიზანი 1887 წელს, ხარკოვის გუბერნიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დროს ქვეითად მსახურობდა, ბრუსილოვის გარღვევაში აქვს მონაწილეობა მიღებული. წმ. გიორგის ჯვარი თავად ნიკოლოზ მეორისგან მიიღო.

პირველი პარტიზანული რაზმი კოვპაკმა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ შექმნა – თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. სამოქალაქო ომის დამთავრებას კი ჩაპაევის დივიზიაში შეხვდა.  ეს გამოცდილება მას თითქმის 25 წლის შემდეგ გამოადგა, დიდ სამამულო ომში.
უკრაინაში ს. კოვპაკი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოთა ხელისუფლების პროგრესს. ომის დაწყებამდე იგი პუივლის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა და ქალაქის სამეურნეო ცხოვრებას უკეთებდა ორგანიზებას.

„სიდორ კოვპაკი მეტად ქარიზმატული ადამიანი გახლდათ. როდესაც ომი დაიწყო და ჰიტლერელებმა თითქმის მთელი უკრაინა დაიკავეს, იგი უკვე 54 წლის იყო. ამ მწიფე ასაკის გამო მას მეტსახელად „პაპა“ შეარქვეს“ – ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი და მწერალი ანატოლი ლუგოვსკოი.

თავის წიგნში „პუტივლიდან კარპატებამდე“, რომელიც ომის დასრულებისთანავე, 1945 წელს დაწერა, სიდორ კოვპაკი იხსენებდა, როგორ იქცა იგი მეურნედან პარტიზანად, როგორ გაიღვიძა მასში ძველმა სამხედრომ:

„ტყე ჩემს ინტერესს იწვევდა მხოლოდ როგორც ადგილი, სადაც შეშის დამზადება შეიძლება სკოლებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისათვის. როგორ შემეძლო იმაზე მეფიქრა, თუ ტყეში მომიწევდა ბრძოლა, საიდანაც მხოლოდ მგლის გამოსვლას თუ წარმოვიდგენდი და არა იმას, რომ მე გამოვიდოდი, გერმანელებისთვის წართმეულ ტანკზე“ – წერია მოგონებების წიგნში.

კოვპაკს თანამედროვე ისტორიკოსები „იდეალურ პარტიზანულ მეთაურად“ მიიჩნევენ. ამასთან, იგი რაციონალურად ლმობიერი მეთაური გახლდათ. ასე მაგალითად, როდესაც ერთ-ერთმა ახალგაზრდა პარტიზანმა ბრძოლაში შიშისგან გასროლა არ მოახდინა და ბუჩქებში დაიმალა (რაზეც მას მკაცრი სასჯელი, თვით დახვრეტის ჩათვლით, ეკუთვნოდა), კოვპაკმა ბრძოლის შემდეგ უხმო, შარვლის ჩახდა უბრძანა, ერთი-ორჯერ შოლტი გადაუჭირა და გააფრთხილა – ასე მეორედ აღარ მოიქცეო. ასეთმა თავისებურმა აღმზრდელობითმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – დასჯილი პარტიზანი მალე ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი გახდა მთელ რაზმში.

1941 წლის 3 ივლისსვე, როდესაც რადიოთი სტალინის ცნობილი მიმართვა მოისმინეს, მოწოდებით, ყველანი წინ აღდგომოდნენ ფაშისტ დამპყრობლებს, მაშინვე დაიწყო მზადება პარტიზანული ომისათვის. კომუნისტური პარტიის რაიკომიტეტმა კოვპაკს სპადშჩანსკის ტყეში ბაზის შექმნა დაავალა.
კოვპაკის რაზმის მიერ მიღწეულ წარმატებებზე აქ აღარ შევჩერდებით – ამ წარმატებებზე მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ კოვპაკი, სხვა პარტიზანული რაზმების მეთაურებთან ერთად, 1942 წლის 31 აგვისტოს მოსკოვში, თვით სტალინთან შეხვედრაზე მიიწვიეს:
„სტალინი ოთახის ცენტრში იდგა, ტანისამოსში, როგორც ყველამ იცის მისი პორტრეტების მიხედვით. მის გვერდით ვოროშილოვი იმყოფებოდა, მარშალის ფორმაში. „აი თურმე, როგორია კოვპაკი!“ – თქვა ამხანაგმა ვოროშილოვმა. სტალინმა გაიღიმა, ხელი ჩამომართვა, და სხვა მეთაურებთან ერთად, დასაჯდომად მიგვიწვია.

„სტალინურ რეიდს“ რაც შეეხება, იგი 1942 წლის სექტემბერში დაიწყო და 1943 წლის მანძილზე გაგრძელდა, უკრაინა-ბელარუსიის ტერიტორიაზე, კარპატების მთაგრეხილამდე. რეიდის განხორციელებისას პარტიზანების რაზმში მოქმედებდა შემდეგი წესები: დღისით – დასვენება, ღამით – გადაადგილება; მტრის დიდ გარნიზონებს გვერდს ვუვლით, მცირე გარნიზონებს – ვანადგურებთ; მთავარი რაზმი მიდის შემოვლითი გზებით, დივერსიული ჯგუფები აფეთქებენ ხიდებს, ლიანდაგებს, ნავთობის სარეწავ ადგილებსა და საწყობებს.

კოვპაკის რაზმში 50-ზე მეტი ეროვნების ადამიანი იბრძოდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან პარტიზანები მუშაობდნენ შემდეგი პრინციპით:  „შედიხარ სოფელში – ხალხი საბრძოლველად  დააყენე, ყველა საშუალება გამოიყენე – პროკლამაციები, რადიო, აგიტატორები, შეაიარაღე ადგილობრივი პარტიზანები, გამოცდილება გაუზიარე მათ, რომ ხვალ, როდესაც უკვე შორს იქნები, შენს უკან ხანძარი არ ჩაქრეს, არ გაჩუმდეს აფეთქებების გრუხუნი“ – წერს თავის მოგონებებში კოვპაკი.

როდესაც პარტიზანებმა კარპატებს მიაღწიეს 1943 წელს, სწორედ მაშინ დაიწყო ჩამოყალიბება ე. წ. „უკრაინის აჯანყებულმა არმიამ“ (УПА). ისტორიკოსი ანატოლი ლოგოვსკოი იგონებს ერთ ისტორიულ ეპიზოდს:

„მდინარე გორინზე გადასვლისას, დაზვერვამ მოიტანა ამბავი, რომ მეორე ნაპირზე იმყოფებიან -ს ქვედანაყოფები, საერთო რაოდენობით, დაახლოებით 500 კაცი.  შესაძლებელი იყო მათი განადგურება ქვემეხებით. მაგრამ სემიონ რუდნევმა [- რუსმა პარტიზანმა, რომელიც ამ მომენტისთვის თავისი რაზმით უკვე შეერთებოდა კოვპაკის რაზმს; რუდნევი დაიღუპა ბრძოლაში, დას. უკრაინაში, 1943 წლის 3 აგვისტოს], გადაწყვიტა: „ისინიც უკრაინელები არიან. საჭიროა მოლაპარაკება“.

1943 წლის ოქტომბრისათვის კოვპაკის რაზმის შედეგები ასე გამოიყურებოდა:

მტრის ზურგში ბრძოლებში გატარებული 26 თვე, ბრძოლებით განვლილი 10 ათასი კილომეტრი უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის 18 ოლქში. ლიანდაგებიდან გადაგდებული 62 ეშელონი, 256 აფეთქებული ხიდი, სურსათითა და იარაღით დატვირთული 96 საწყობის განადგურება,  2 განადგურებული ნავთობსარეწი და მტრის მიერ ვერ-გამოყენებული 50 ათასი ტონა ნავთობი, 200 კილომეტრზე მეტი სიგრძის გადაჭრილი სატელეგრაფო და სატელეფონო მავთული, კავშირგაბმულობის 50 განადგურებული კვანძი, 500-მდე დამწვარი ავტომანქანა, 20 ტანკი და ჯავშანმანქანა.
„სტალინური“ ანუ კარპატების მსვლელობისას რაზმში მუშაობდა სამხედრო ოპერატორი ბორის ვაკარი. მისი მუშაობის წყალობით, შემონახულია ქრონიკის საკმაოდ დიდი მოცულობა, ასევე საკმაოდ კარგი ხარისხით. თავად ოპერატორი 1943 წლის 19 სექტემბერს დაიღუპა, ოპერაციის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც თავის მიერ გადაღებული მასალის გადარჩენაზე ზრუნავდა. ამ მასალების საფუძველზე დოვჟენკოს სახელობის სტუდიაში გადაღებულია მხატვრული ფილმი „ფიქრი კოვპაკზე“.

მთავარ სურათზე: კოვპაკის შენაერთი ახალ პოზიციაზე გადადის. ს. კოვპაკი – მარჯვნივ.
ტექსტური და ვიდეო-ფოტომასალა (რუსულ ენაზე) – აქ.

Рекомендуем