დიდი სამამულო ომის დაწყების მე-80 წლისთავზე “საქართველოს უკვდავი ჯარის” დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ გამართა შეხვედრადისკუსია, რომელიც არა მხოლოდ დიდ სამამულო ომს, არამედ ქვეყანაში შექმნილ უმნიშვნელოვანეს პრობლემებსაც მიეძღვნა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები, ისტორიკოსები...
გულბაათრცხილაძე, “საქართველოს უკვდავი ჯარის” დამფუძნებელი:
არც მთავრობას და არც ოპოზიციას არ აინტერესებთ დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებები. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები დროდადრო გადიან “უცნობი ჯარისკაცის” საფლავზე, მაგრამ იქ მისულნი, უფრო ხშირად ომსა და გამარჯვებაზე კი არა, საშინაო პრობლემებზე აკეთებენ განცხადებას. ჩვენ, სულ რამდენიმე ადამიანი, ვცდილობთ, პატივი მივაგოთ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას და არც ერთ მნიშვნელოვან თარიღს არ ვტოვებთ უყურადღებოდ, მაგრამ ჩვენ გვერდით არ არიან ომის მონაწილეთა შთამომავლები… დღეს სადისკუსიოდ გამომაქვს საკითხი – ღირს კი, გავაგრძელოთ სამამულო ომზე საუბრები, მნიშვნელოვან თარიღებზე შეკრებები?! არსებობს ვებგვერდი “დიდი სამამულო”,
მაგრამ იქ გამოქვეყნებულ ჯერ კიდევ არასაკმარისი ინტენსიობით ეცნობიან.
ვიქტორ ცაავა, ბლოგერი:
_ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს დიდ სამამულო ომზე საუბრები, ისტორიული ფაქტები სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ; რასაც ლიბერალები მალავენ, იმაზე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ისტორიის გაყალბება ბრძოლაა ჩვენს წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში უკომპრომისონი უნდა ვიყოთ.
ერს არ აქვს მომავალი, თუ წასულს დაივიწყებს.
გულბაათ რცხილაძე:
ისტორიის რევიზიონისტების წინააღმდეგ კონტრზომებია გასატარებელი. რუსეთის სათათბირომ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების
კავშირისა და ნაცისტური გერმანიის როლების გათანაბრება დასჯადია. კანონში ცვლილება შეიტანეს დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის
გამარჯვების უკვდავსაყოფად. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სტალინი არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა სფეროში პოპულარობით
პირველ ადგილზეა _ 2012 წლიდან მოყოლებული მოსახლეობის 39-40 პროცენტი მიიჩნევს, რომ სტალინი უდიდესი ფიგურა და უდიდესი მოვლენაა რუსეთის ისტორიაში. საინტერესოა, საქართველოში რომ ჩატარდეს მსგავსი კვლევა, რა შედეგს მივიღებთ.
ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელი:
_ თუკი საქართველოშიც ჩატარდება კვლევა პოპულარობის რეიტინგის დასადგენად, არასახარბიელო შედეგს მივიღებთ. რუსეთშიც არის ანტისტალინური, ანტიკომუნისტური და, ასე ვთქვათ, ანტისაცხრამაისო განწყობები, მაგრამ ასევე არის პროპაგანდა _ დიადი გამარჯვება, დიადი სამშობლო, თავდადება და ა.შ., რაც ჩვენთან არ არსებობს. საქართველოში ანტისაბჭოთა პროპაგანდა, დიდი ხანია, დაიწყო, საბჭოთა კავშირის დანგრევამდეც კი, რამაც მომავალ თაობებს დაღი დაასვა.
საქართველოში ომის ვეტერანების შთამომავლებიც კიმოწამლულნი არიან, ანტისაბჭოთა პროპაგანდის მსხვერპლნი, და არად დაგიდევენ წინაპართა თავდადებას.
ჩვენი ახალგაზრდები, სამწუხაროდ, ზუსტად იმას იმეორებენ, რასაც საინფორმაციო საშუალებებით ისმენენ; არ ცდილობენ, გაერკვნენ ისტორიაში, ეძებონ უფრო ზუსტი წყაროები, შეისწავლონ დეტალები. სწორედ ამიტომ, თუკი საბჭოთა პერიოდზე რამე კვლევა ჩატარდება საქართველოში, კარგ შედეგს არ მოიტანს.
გიორგი მდივანი, ბლოგერი:
_ ვაკვირდებოდი “რადიო თავისუფლების” პუბლიკაციებს 9 მაისზე, მათი 95 პროცენტი იყო უარყოფითი _ როგორ აუპატიურებდნენ
საბჭოთა ჯარისკაცები ქალებს, ძარცვავდნენ, მაროდიორობდნენ… მიზანმიმართულად ხდება მეორე მსოფლიო ომის და განსაკუთრებით
დიდი სამამულო ომის მივიწყება და ფაშიზმთან გათანაბრება. შარშან დონალდ ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, განაცხადა: ბრიტანელებმა
და ამერიკელებმა დავამარცხეთ ფაშიზმიო. ეს გლობალური პრობლემაა და, რაც დრო გადის, მით უფრო იდგამს ფესვებს.
გულბაათ რცხილაძე:
_ უსერიოზულესი პრობლემა აისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელშიც აჯაფსანდალივითა აარეულიყველაფერი. მეორე მსოფლიო ომზეა საუბარი და დიდი სამამულო ომი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო მსოფლიო ომისა, ნახსენებიც არ არის, პორტრეტებიც მხოლოდ მონტგომერისა და ეიზენჰაუერისაა ჩასმული…
საქართველოში ვიღაცეები ცდილობენ, იზეიმონ დიდგორობა, რომელზეც თურქეთის ელჩმა თქვა: თუკი ერთიანი საქართველოს ზეიმს აღვნიშნავთ, რატომ ვუწოდებთ მას მტერზე გამარჯვებას, ჯობია, ეს დღე ერთად აღვნიშნოთო…
ელჩმა, შესაძლოა, სულაც არ იცოდეს დიდგორის ბრძოლის ისტორია. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩვენ, ქართველები, გადაგვარჩინა. დღევანდელი თურქეთი სამართალმემკვიდრედ თვლის თავს იმ თურქ-სელ?უკებისა, რომლები? დიდგორის ომში იბრძოდნენ, ეს ფაქტები ელჩმა არ იცის. საქართველოში კი არ არსებობს ადამიანი, რომელიც თურქეთის ელჩს ჩვენს ისტორიას, დიდგორის ომის ისტორიას გააცნობს. მას სხვა ინფორმაცია აქვს და თვლის, რომ დიდგორობა თურქეთთან ერთად უნდა აღინიშნოს.
ზაზა დავითაია, ჟურნალისტი:
_ დავუბრუნდები თემას: საჭიროა თუ არა, ვისაუბროთ დიდ სამამულო ომზე? დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს გააფთრებული ომი ზნეობასა და უზნეობას შორის. ამ ომს სხვადასხვა წახნაგი აქვს. გარკვეულ ეტაპზე სწორედ საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა ერთ-ერთი წახნაგის შემაკავებელი, რაც ძალიან კარგად იციან ნეოლიბერალებმა, სატანისტებმა. ისინი ცდილობენ, გააშარჟონ და არად ჩააგდონ დიდი სამამულო ომიც და ფაშიზმის დამარცხებაც.
ჩვენთუვისაუბრებთდიდსამამულოომზე, გმირობებზე, სამშობლოსათვისთავდადებაზე, ვფიქრობ, გვექნება მძლავრი იარაღი სატანის წინააღმდეგ. თუკი
დავივიწყებთ წარსულ დიდებულ ხანას, ეს იარაღის დაყრის ტოლფასი იქნება. დიდი სამამულო ომის დავიწყება შეუძლებელია, სურთ ეს ჩვენს ხელისუფლებებს თუ არა, ხალხი მაინც ინახავს ომში დაღუპულთა საფლავებს, უვლის და პატივს მიაგებს, ეს წარუშლელი ისტორიაა ქართველებისთვის. ბოროტება ვერ მოგვერევა, სანამ საფლავის პატივისცემა ჯერ კიდევ გვაქვს.
ტარიელ სუხიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:
_ ყველაფერი ცუდი გადამდებია, კარგი _ მისაბაძი. კარგს რომ მიბაძო, ძალისხმევაა საჭირო, ძალისხმევას გონება სჭირდება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ხალხს ტვინი გამოურეცხეს. ყველა ეპოქასა და ყველა ერში უმთავრესი საზოგადოება იყო, დღეს ცდილობენ, გაქრეს საზოგადოებადა წინ წამოიწიოს ინდივიდმა, ყველა არარაობა გაფეტიშებულია, ეს ღუპავს ქართველ საზოგადოებას.
გამოსავალს ვერ ვხედავ, როდესაც მესმის, რომ თურქეთის ელჩი წყვეტს საკითხს, რომლის განხორციელებაც სულითა და გულით სურს ქართველს, და წყვეტს ისე, რომ ქართველი საზოგადოების, ხალხის სურვილი ჩაახშოს.
მოამზადა
