რუსულმა სპეცსამსახურებმა ვოლგოგრადში გერმანელების პროპაგანდისტული აქცია აღკვეთეს | В Волгограде российские спецслужбы предотвратили пропагандистскую акцию немцев – DidiSamamulo.Ge

რუსულმა სპეცსამსახურებმა ვოლგოგრადში გერმანელების პროპაგანდისტული აქცია აღკვეთეს | В Волгограде российские спецслужбы предотвратили пропагандистскую акцию немцев

by dazva1111
A+A-
Reset

ვოლგოგრადის ოლქში, რუსულმა სპეცსამსახურებმა (ФСБ), აღკვეთეს გერმანიის სადაზვერვო სამსახურების მცდელობა, გამარჯვების დღის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით (ეს იუბილე მთელი მიმდინარე წლის მანძილზე აღინიშნება რუსეთში), ჩაეტარებინათ პროპაგანდისტული აქცია. ამის შესახებ 11 ნოემბერს რეგიონის ФСБ-ის სამმართველოს პრესსამსახურმა განაცხადა.

„ვოლგოგრადის ოლქის ФСБ-ის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩაშალეს გერმანიის მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების მცდელობა, რეგიონში ჩატარებულიყო  საინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანია , რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და ნაცისტი დამპყრობლების განდიდების თავიდან აცილების პოლიტიკის დისკრედიტაციას“, – ნათქვამია ФСБ-ის განცხადებაში.

ФСБ-ის ცნობით, გერმანელი ჯარისკაცების ნეშტი უკანონოდ იქნა ამოთხრილი ვოლგოგრადის ოლქის დუბოვსკის რაიონში მდებარე წმინდა ამაღლების მონასტრის ტერიტორიიდან, რუსეთში გერმანიის საელჩოსა და გერმანული ორგანიზაციის „გერმანული სამხედრო სამარხების მოვლის სახალხო კავშირის”  მეშვეობით.
დაგეგმილი იყო როსოშკის მემორიალურ კომპლექსში მათი სრული სამხედრო პატივით ხელახლა დაკრძალვა, ხოლო ღონისძიება დასავლური მედიის მიერ 9 მაისის წინა დღეს გადაიცემოდა.

ვოლგოგრადის ოლქის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) გერმანული ორგანიზაციის წარმომადგენელს ოფიციალური გაფრთხილება მისცა რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ. რუსული სახელმწიფო უწყება აღნიშნავს, რომ ასეთმა ქმედებებმა, შეიძლება, გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275.1 მუხლის („კონფიდენციალური თანამშრომლობა უცხო სახელმწიფოსთან, საერთაშორისო ან უცხოურ ორგანიზაციასთან“) შესაბამისად.

მანამდე, 1 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქ. ლვოვში (უკრაინა) „დიდების გორაზე“, საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტის ექსჰუმაცია დაიწყო. უკრაინული ონლაინ გამოცემა Strana.ua-ს ცნობით, საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს საბჭოთა ჯარისკაცების გადასვენება. „იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლვოვში „დიდების გორაზე“ საბჭოთა ჯარისკაცების ნეშტის ექსჰუმაცია კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი ზედამხედველების ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს.

წყარო/Источник: “იზვესტია” (iz.ru)

В Волгоградской области была предотвращена попытка немецких спецслужб провести пропагандистскую акцию в год празднования 80-летия Победы. Об этом 11 ноября сообщили в пресс-службе управления ФСБ России по региону.

«Сотрудниками УФСБ России по Волгоградской области в год празднования 80-й годовщины Победы в Великой Отечественной войне предотвращена попытка правительства и спецслужб ФРГ проведения информационно-пропагандистской акции на территории региона, направленной на дискредитацию политики Российской Федерации по сохранению исторической памяти и недопущению героизации немецко-фашистских захватчиков», — говорится в сообщении ФСБ.

По информации ФСБ, через посольство Германии в России и немецкую организацию «Народный союз Германии по уходу за военными захоронениями» были незаконно эксгумированы останки немецких солдат на территории Свято-Вознесенского женского монастыря в Дубовском районе Волгоградской области.
Планировалось, что их перезахоронят на мемориальном комплексе «Россошки» с воинскими почестями, а трансляцию мероприятия проведут в западных СМИ в канун 9 Мая.

ФСБ России по Волгоградской области объявило официальное предостережение представителю немецкой организации в связи с действиями, которые могут угрожать безопасности России. Ведомство предупредило, что это недопустимо. Отмечается, что такие деяния могут привести к юридическим последствиям в рамках ст. 275.1 УК РФ («Сотрудничество на конфиденциальной основе с иностранным государством, международной либо иностранной организацией»).

Ранее, 1 мая, сообщалось о начале эксгумации останков советских солдат на «Холме славы» во Львове. По информации украинского интернет-издания «Страна.ua», по решению городского совета солдат перезахоронят на Голосковском кладбище. Официальный представитель МИД РФ Мария Захарова в беседе с «Известиями», в свою очередь, заявила, что эксгумация останков советских солдат на «Холме славы» во Львове говорит об аморальной сущности киевского режима и его западных кураторов.

Рекомендуем