ე. წ. “გულაგის ისტორიის მუზეუმის” ადგილას ახალი მემორიალური მუზეუმი გაიხსნება. ახალ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები საბჭოთა ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება. ამის შესახებ მოსკოვის მერიის ვებსაიტზე გახდა ცნობილი.
შესაბამისი განცხადება გულაგის ისტორიის მუზეუმის ვებსაიტის მთავარ გვერდზეც გამოქვეყნდა. „მუზეუმი საბჭოთა ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება. ექსპონატები დიდი სამამულო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ყველა ეტაპს მოიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მუზეუმის გახსნა მიმდინარე წელს იგეგმება. მოსკოვის მერიის ვებსაიტის ცნობით, ექსპონატებს საფუძვლად დაედება „რუსეთის ძიების მოძრაობის“ მიერ ინიცირებული პროექტის – „ხანდაზმულობის გარეშე“, მასალები. „ახალი კომპლექსი გააერთიანებს განსხვავებულ ისტორიულ მტკიცებულებებსა და რეალური ადამიანების ისტორიებს ერთ სივრცეში და ეს იქნება პირველი მუზეუმი, რომელიც ჩვენი ისტორიის ამ ტრაგიკულ თავს მიეძღვნება“, – იტყობინება მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის პრესსამსახური.
გადაწყდა, რომ მემორიალური მუზეუმის სტუმრებს მოუყვებიან „ნაციზმის გამოვლინებების, იაპონელების მიერ საბჭოთა მოქალაქეებზე ბიოლოგიური იარაღის ტესტირების, წითელი არმიის განმათავისუფლებელი მისიის, ნაცისტი დამნაშავეების სასამართლო პროცესების, „ხანდაზმულობის ვადის გარეშე“ პროექტისა და ისტორიული მეხსიერების მარშრუტების შესახებ“.
ახალი მუზეუმის დირექტორად ნატალია კალაშნიკოვა დაინიშნა, რომელიც “სმოლენსკის ციხე-სიმაგრის” მუზეუმის ხელმძღვანელია. „მუზეუმი გახდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი და ტრაგიკული თავის მეხსიერების შესწავლისა და გაგრძელების ცენტრი, რომელიც მილიონობით ჩვენი თანამემამულის ბედს აერთიანებს. მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თანამედროვე თაობაში ნაციზმის ყველა გამოვლინებისადმი მტკიცე მიუღებლობის ჩანერგვა“, – განაცხადა კალაშნიკოვამ.
✭ ✭ ✭
На месте т.н. “Музея истории ГУЛАГа” будет открыт Музей памяти, экспозицию которого посвятят жертвам геноцида советского народа. Об этом сообщается на сайте мэрии Москвы.
Соответствующее объявление также появилось на главной странице сайта “Музея истории ГУЛАГа”. «Он будет посвящен памяти жертв геноцида советского народа. Экспозиция охватит все этапы военных преступлений нацистов в годы Великой Отечественной войны», — говорится в сообщении.
Открытие музея планируется в этом году. Как указывается на сайте мэрии Москвы, в основу экспозиции лягут материалы проекта «Без срока давности», инициированного Поисковым движением России. «Новый комплекс объединит разрозненные исторические свидетельства и истории реальных людей в общую экспозицию и станет первым музеем, посвященным этой трагической странице в нашей истории», — сообщили в пресс-службе Департамента культуры Москвы.
Сообщается также, что посетителям Музея памяти расскажут «о проявлениях нацизма, испытаниях биологического оружия на советских гражданах, проведенных японцами, освободительной миссии Красной армии, судах над нацистскими преступниками, проекте «Без срока давности» и маршрутах исторической памяти».
Директором нового музея назначена Наталья Калашникова, возглавляющая музей «Смоленская крепость». «Музей станет центром изучения и увековечивания памяти о значимой и скорбной странице в истории нашей страны, которая объединяет судьбы миллионов соотечественников. Одна из его ключевых задач — сформировать у современного поколения стойкое неприятие нацизма в любых его проявлениях», — заявила Калашникова.

