ვენის გარეუბანში გესტაპოს წევრებისა და სს-ის ქვედანაყოფის მიერ სიკვდილით დასჯილი ვერმახტის ოფიცრები. ჩამოხრჩობილთა სხეულებზე აბრებია წარწერით: „მე ბოლშევიკებთან შევედი გარიგებაში“. წინა პლანზეა მაიორ კარლ ბიდერმანის (Karl Biedermann, 11.08.1890 — 08.04.1945) ცხედარი, რომელიც ვენაში ვერმახტის მე-17 სამხედრო ოლქის (Wehrkreis XVII) შტაბის ოფიცერი იყო. ის შეუერთდა ოფიცერთა ჯგუფს მაიორ კარლ სოკოლის (Carl Szokoll, 15.10.1915 — 25.08.2004) ხელმძღვანელობით, რომლებიც ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ ბრძოლები ვენისთვის და არ დაეშვათ ქალაქის განადგურება.
შეთქმულებმა კავშირი დაამყარეს წინ წამოწეულ წითელი არმიის სარდლობასთან და გეგმავდნენ საბჭოთა ჯარებისთვის დერეფნის გახსნას ქალაქის სწრაფად აღების მიზნით (შეთქმულების კოდური სახელწოდება „ოპერაცია რადეცკი“ — „Operation Radetzky“). შეთქმულება სს-მა გამოააშკარავა, და კარლ ბიდერმანი და კიდევ ორი ოფიცერი (ჰაუპტმანი ალფრედ ჰუთი და ობერლეიტენანტი რუდოლფ რაშკე) დააპატიმრეს და სამხედრო-საველე სასამართლოს განაჩენით 1945 წლის 8 აპრილს ვენის საქალაქო რაიონ ფლორიდსდორფში (Floridsdorf), ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოახრჩვეს.
Офицеры вермахта, казненные гестаповцами и подразделением СС в пригороде Вены. На телах повешенных висят таблички с надписью «Я пактировал с большевиками». На переднем плане — тело майора Карла Бидермана (Karl Biedermann, 11.08.1890 — 08.04.1945), офицера из управления 17-го военного округа вермахта (Wehrkreis XVII) в Вене. Он вошел в группу офицеров под руководством майора Карла Соколла (Carl Szokoll, 15.10.1915 — 25.08.2004), которые пытались предотвратить бои за Вену и не допустить разрушение города.
Заговорщики установили контакт с командованием наступающей Красной Армии и планировали открыть коридор советским войскам для быстрого захвата города (кодовое название заговора «Операция Радецкий» — «Operation Radetzky»). Заговор был раскрыт СС, и Карл Бидерман и еще два офицера (гауптман Альфред Хут и оберлейтенант Рудольф Рашке) были арестованы и по приговору военно-полевого суда повешены 8 апреля 1945 г. у автобусной остановки в городском районе Вены Флоридсдорф (Floridsdorf).
