• უკანასკნელი ცნობები

აპრ 10, 2021

პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახიფათო ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე შემდეგი შინაარსის ინიციატივა გააჟღერა:"შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაცია დღეს მიმდინარეობს".ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას არაფერი აქვს საერთო საქართველოს დამოუკიდებლობა-ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნასთან. პრეზიდენტის ინიციატივა აშკარად გარედან არის შემოგდებული და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.დედაქალაქში, გმირთა მოედანზე, არის შესაბამისი მონუმენტი - მართალია, ბევრის აზრით, ესთეტიკურად უშნო...

თებ 8, 2021

გერმანიას ახსოვს თავისი პასუხისმგებლობა ომის გაჩაღების გამო - გერმანიის პრეზიდენტი

რას ფიქრობს 21-ე საუკუნის გერმანიის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის პასუხისმგებლობაზე მეორე მსოფლიო ომის და, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მიმართ აგრესიის დაწყების თაობაზე? გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ინტერვიუ მისცა გაზეთ Die Rheinische Post-ს, რომელშიც, სხვადასხვა აქტუალურ პრობლემასთან ერთად, საუბარი შეეხო გერმანია-რუსეთის ურთიერთობებს. ისტორიის საკითხზე შტაინმაიერმა სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანული საზოგადოების პრინციპი კვლავინდებურად იქნება - "nie wieder" - "აღარასოდეს", რაც გერმანიის მხრიდან ოდესმე ფაშიზმისა და აგრესიის გამ...

იან 27, 2021

ლენინგრადმა დაამტკიცა, რომ საბჭოთა კავშირის დაჩოქება შეუძლებელი იყო

საბჭოთა კავშირის სიდიდით მეორე ქალაქი ლენინგრადი გერმანელი ნაცისტებისა და მათი მოკავშირეების მიერ მთლიანად იყო ბლოკირებული 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1943 წლის 18 იანვრამდე, როდესაც რკალი ნაწილობრივ გარღვეულ იქნა. ლენინგრადის ალყა მთლიანობაში 1944 წლის 27 იანვრამდე გრძელდებოდა - გერმანული და ფინური ჯარების მიერ, რომელთაც ესპანური „ლურჯი დივიზია“, ასევე იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალები, ჩრდილოაფრიკელი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მობილიზებული მოხალისეები ეხმარებოდნენ. საერთო ჯამში, 1941-1944 წლებში ლენინგრადის ბლოკადამ 872 დღე გასტანა და ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირ...

იან 12, 2021

ომით მიყენებული ეკონომიკური ზარალი და კრიზისის დაძლევა სსრკ-ის მიერ 1945-1953 წლებში

დიდ სამამულო ომსა და მეორე მსოფლიო ომში მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, ომის დასასრულს, 1945 წელს, საბჭოთა კავშირი ეკონომიკურად ძალზე დასუსტებული იყო.ოთხწლიანმა ომმა საბჭოთა კავშირის მატერიალური რესურსები 2 ტრილიონ 569 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტით დააზარალა, რაც მთელი ეროვნული სიმდიდრეების 30%-ს შეადგენდა! სამხედრო ხარჯებმა 1945 წლის ფასებით (!) 192 მილიარდ დოლარს მიაღწია. გაჩანაგებულ და დანგრეულ იქნა 1710 ქალაქი და ქალაქის ტიპის დასახლება, 70 ათასი სოფელი და სამოსახლო, 32 ათასი სამრეწველო საწარმო.ამ უბედურებებს 1946 წლის გვალვიანი ზაფხულიც დაემატა, მაგრამ უკვე 1947 წელს ს...

დეკ 31, 2020

"ილიუშა" - მარტივი, საიმედო და ეფექტური რუსული თვითმფრინავი, რომელმაც გერმანული ტანკების ბედი გადაწყვიტა

1940 წლის 29 დეკემბერს ლეგენდარული საბჭოთა მოიერიშე თვითმფრინავის, "ილიუშინ 2"-ის (Ил-2) პირველი საცდელი ფრენა შედგა. თვითმფრინავს სახელგანთქმული პილოტი ვლადიმირ კოკინაკი მართავდა. "ილ-2" მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მასობრივი თვითმფრინავი გახდა და, როგორც ისტორიკოსები მიიჩნევენ, ვერმახტზე გამარჯვებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.თავისი დროის კვალობაზე, "ილ-2" აღჭურვილი იყო საკმაოდ სოლიდური შეიარაღებით, რაც მას საშუალებას აძლევდა, ყველა ტიპის სამიზნე გაენადგურებინა. მაღალი საბრძოლო მახასიათებლების გამო გერმანელებმა ილიუშინის ქმნილებას "შავი სიკვდილი" შეარქვეს. ექსპერტების მტკისებით, მიუხედავად ი...

დეკ 22, 2020

ლეგენდარული საბჭოთა ცეცხლსასროლი იარაღი 80 წლისაა

1940 წლის 21 დეკემბრს წითელმა არმიამ  შეიარაღებათა ნუსხაში ოფიციალურად გაიფორმა შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც ავტორმა სულ მალე, 1941 წელს გააუმჯობესა (მოდელი ППШ-41) და ამით ისტორიაში შევიდა  - შპაგინის იარაღი წითელი არმიის ვიზუალურ მახასიათებლებში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. როდესაც ფოტოზე ან ვიდეოზე ნახავთ მებრძოლს, რომელსაც ამ ბარაბნის ფორმის მჭიდიანი იარაღი უკავია, მაშინ უტყუარად დიდი სამამულო ომის დროინდელ წითელარმიელს ხედავთ.შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სერიულ წარმოებაში მიღება და შემდგომი პოპულარობა მისმა ექსპლუატაციის სიმარტივემ, წონაში სიმსუბუქემ და წარმოების სიი...

დეკ 21, 2020

გამოჩენილი რუსი სარდლები იოსებ სტალინის სამხედრო ნიჭსა და დამსახურებებზე

1879 წლის 21 დეკემბერს გორში დაიბადა გენიალური ქართველი - იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, შემდგომში - სტალინი.იოსებ სტალინის პიროვნული ღვაწლი ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ფინეთის და მილიტარისტული იაპონიის დამარცხებაში უდიდესია. სტალინი პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომისა და დიდი სამამულო ომის როგორც წარუმატებლობებზე, მარცხებზე და დანაკარგებზე, ისე საბოლოო გამარჯვებაზე. დიახ, სტალინი არის გამარჯვების კონკრეტული ავტორი.სტალინი 1941 წლის ივნისში ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დღიდან ხელმძღვანელობდა ომს. 23 ივნისს სტალინი შევიდა უმაღლე...

დეკ 3, 2020

3 დეკემბერი უცნობი ჯარისკაცის ხსოვნის დღეა

1966 წლის დეკემბერში, მოსკოვთან ჰიტლერული ძალებისადმი უმძიმესი მარცხის მიყენების 25-ე წლისთავზე, მოსკოვში, ალექსანდრეს ბაღში, გადმოასვენეს უცნობი ჯარისკაცის ნეშტი, რომელიც ლენინგრადის გზატკეცილის 41-ე კილომეტრზე იქნა აღმოჩენილი. ამ მიდამოებში 1941 წელს მიმდინარეობდა ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მოსკოვის გადასარჩენად.1967 წლის 8 მაისს კი გაიხსნა მემორიალური არქიტექტურული ანსამბლი - "უცნობი ჯარისკაცის საფლავი". დიდების მარადიული ცეცხლი, რომელიც ბრინჯაოს სამხედრო ვარსკვლავის შუაგულიდან ამოდის, ანთებულ იქნა პეტერბურგის მარსის მოედნიდან ჩამოტანილი ალისაგან."შენი სახელი უცნობია, შენი გმირობა უ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება