დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მკვიდრი, ვალერიან ლომთათიძე, 101 წლის გახდა.იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა გელა ბაქანიძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ირაკლი კუჭავამ, მერის მოადგილემ - მინდია ჟღერიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.ბატონი ვალერიანი 21 წლის იყო, როცა ომში გაიწვიეს. თავდაპირველად, ფინეთის საზღვართან იბრძოდა, შემდეგ კი ლენინგრადის ბლოკადაში მოუწია ყოფნა; ...