• უკანასკნელი ცნობები

სექ 24, 2021

უკრაინელი პარტიზანის „სტალინური რეიდი“: სიდორ კოვპაკი - წლების შემდეგ გაღვიძებული სამხედრო

80 წლის წინ, 1941 წლის 22 სექტემბერს, უკრაინის ლეგენდარულმა საბჭოტა პარტიზანმა, სიდორ კოვპაკმა, თავისი ბრძანება №1 - მის მიერ შექმნილი პარტიზანული რაზმის პირადი შემადგენლობის შესახებ. რაზმი ქალაქ  პუტივლთან ახლოს, სპადშჩანსკის ტყეში ჩამოყალიბდა. რაზმმა დნეპრის მარჯვენა სანაპიროს უკრაინაში (ანუ ფაშისტების ღრმა ზურგში) ათასობით კილომეტრი დაფარა. ეს რეიდი „კარპატის რეიდად“ მონათლეს მოგვიანებით, თუმცა თავად კოვპაკმა მას „სტალინური რეიდი“ უწოდა. კოვპაკი გამარჯვებას საბჭოთა კავშირის ორგზის გმირის წოდებით შეხვდა. მომავალი პარტიზანი 1887 წელს, ხარკოვის გუბერნიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. პირვ...

აგვ 21, 2021

რუსულმა სპეცსამსახურმა იაპონელთა მიერ ომის დროს ჩადენილ მხეცობებზე საარქივო მასალა გამოაქვეყნა

კერძოდ, საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დროს აიყვანეს ტყვედ, კვანტუნის არმიის 731-ე სპეციალურ რაზმში ბაქტერიოლოგიური იარაღის საცდელი ობიექტი გახდნენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომლის კორესპონდენტებმა აღნიშნული დოკუმენტები შეისწავლეს.1930-1945 წლების მანძილზე, იაპონელებს, პირველ ყოვლისა მანჯურიაში, სხვადასხვა მიზეზით დაუგროვდათ რამდენიმე ათასი საბჭოთა მოქალაქე. მათ შორის იყვნენ წითელარმიელებიც, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ 1938 წლის ხასანის ტბის და 1939 წლის მდინარე ხალხინ-გოლის ბრძოლების შედეგად. იაპონელები საქმეს „რაციონალურად“ მიუდგნენ: მაქსიმა...

აგვ 1, 2021

უნიკალური ექიმი, რომელმაც ხუთი ომი გადაიტანა და მილიონობით ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა!

დიდი სამამულო ომის დროს, ექიმების დახმარებით, 18 მილიონი დაჭრილ-დაშავებული საბჭოთა ჯარისკაცი ისევ ჩადგა მწყობრში და მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა. მათ ძალიან გაუმართლათ, რომ წითელი არმიის მთავარ ქირურგად ვოროშილოვმა გამოცდილი ექიმი - ნიკოლაი ბურდენკო დანიშნა. სწორედ მან შეიმუშავა ჯარისკაცების ევაკუაციის, გადარჩენისა და მკურნალობის საფრონტო სისტემა.1941 წელს ანუ დიდი სამამულო ომის დაწყებისას, ნიკოლაი ნიკოლაის ძე ბურდენკოს 65 წელი შეუსრულდა. იგი მთავარი სამხედრო-სანიტარული სამმართველოს ქირურგად და ხელმძღვანელის კონსულტანტად მუშაობდა. ბურდენკოს, როგორც ქირურგს, ოთხი ომი ჰქონდა გამოვლილი: რუსე...

ივლ 5, 2021

ქრონიკა - როგორ მზადდებოდა ომი, ნაწილი პირველი: „მიუნხენის გარიგება“

„მიუნხენის გარიგება“ - ასე არის ისტორიაში შესული 1938 წლის მიუნხენის კონფერენციის შედეგები - შეთანხმება; დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნ. ჩემბერლენისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ე. დალადიეს მიერ ჰიტლერის გერმანიისათვის ჩეხოსლოვაკიის ჩაბარება, ამ სუვერენული, მაღალგანვითარებული სახელმწიფოს ზურგს უკან გამართული მოლაპარაკებები, როდესაც „დასავლური დემოკრატიების“ ლიდერები ადოლფ ჰიტლერს ეახლნენ მიუნხენში და ყველა მისი მოთხოვნა შეასრულეს. ინგლისელებმა და ფრანგებმა არა თუ ხელი აიღეს ჩეხოსლოვაკიის დაცვაზე (რაც ფრანგებს ევალებოდათ კიდეც 1935 წლის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით, რომელზ...

ივნ 30, 2021

“თუ ვისაუბრებთ დიდ სამამულო ომზე, გმირობებზე, სამშობლოსთვის თავდადებაზე, გვექნება მძლავრი იარაღი სატანის წინააღმდეგ”

დიდი სამამულო ომის დაწყების  მე-80 წლისთავზე  “საქართველოს უკვდავი ჯარის”  დამფუძნებელმა  გულბაათ რცხილაძემ  გამართა შეხვედრადისკუსია, რომელიც არა მხოლოდ დიდ სამამულო ომს, არამედ ქვეყანაში შექმნილ

ივნ 30, 2021

საბჭოთა კავშირი დამარცხებული გერმანიის ერთიანობას უჭერდა მხარს - ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირი და პირადად მარშალი სტალინი სულაც არ იყვნენ მოწადინებულნი, გერმანია დაშლილიყო რამდენიმე ნაწილად ან ორად გაყოფილიყო. პირიქით, ჯერ კიდევ 1945 წელს სტალინი უფრო ერთიანი გერმანიის ვარიანტისკენ იხრებოდა, თუკი იგი იმგვარად იქნებოდა ორიენტირებული, რომ საბჭოთა კავშირისთვის საფრთხეს აღარასოდეს გამოიწვევდა. მაგრამ დასავლეთის ანტისაბჭოთა პოლიტიკამ და ცივი ომის გაჩაღებამ გამოიწვია გერმანიის ორად გაყოფა. პირველად 1949 წლის 23 მაისსწორედ დასავლეთ-გერმანული ფედერაციის დაარსება გამოცხადდა, მხოლოდ ამის შემდეგ რამდენიმე თვეში (7 ოქტომბერს) გაფორმდა აღმოსავლეთ გე...

ივნ 24, 2021

„ვკვდები, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი!“ - გერმანია რომ ომს წააგებდა, ომის პირველივე დღეს გამოჩნდა!

დიდი სამამულო ომის დაწყება 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას,  აღინიშნა.  პირველი შეტევა ფაშისტურმა ვერმახტმა ბელარუსულ ქალაქ ბრესტსა და მის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში განლაგებულ საბჭოთა ყაზარმაზე მიიტანა.ბრესტის ციხეში ომის დაწყების მომენტში, სულ მცირე, 3,5 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ: მე-17 სასაზღვრო ნაწილის მე-6 და 42-ე მსროლელი დივიზიების ქვედანაყოფები და შინსახკომის („ნკვდ“) ჯარების 132-ე განცალკევებული საკონვოირო ბატალიონი. ციხე-სიმაგრის აღებით ფაშისტები სტრატეგიულად მნიშნელოვანე ტრასასა და გზების დიდ კვანძს ეუფლებოდნენ, ამიტომ მათ ძალისხმევა არ დაიშურე...

ივნ 22, 2021

დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 80 წელი გავიდა

ოთხმოცი წლის წინ, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, როდესაც 4 საათს რამდენიმე წუთი გადასცდა, ნაცისტური გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად, ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს.გერმანელების ავიაციამ მასობრივი შეტევები მიიტანა საბჭოეთის აეროდრომებზე, სარკინიგზო კვანძებზე, სამხედრო-საზღვაო ბაზებზე, ჯარების დისლოკაციის ადგილებზე, ასევე, მშვიდობიან ქალაქებსა და დაბებზე, საზღვრიდან 250-300 კმ-ის სიღრმემდე.საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებით, მეორე მსოფლიო ომში გადამწყვეტი ფაზა დადგა - საბჭოთა კავშირის დამარცხება ევრაზიის კონტინენტზე და შემდგომ სხვა ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება