• უკანასკნელი ცნობები

დეკ 5, 2022

რეგიონული მასმედია: რატომ დაშალეს აბასთუმანში გმირთა მემორიალი

კურორტ აბასთუმანში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალი დაშალეს, მის ადგილზე ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია სახლებს აშენებს. ადგილობრივების თქმით, მიწის სამუშაოების დროს, სავარაუდოდ ადამიანის ძვლებიც აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე.მემორიალის დემონტაჟი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ოქტომბერ–ნოემბრის პერიოდში მოხდა. სწორედ მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონუმენტის მიმდებარედ ომში დაღუპულთა საფლავებიც იყო განთავსებული. ერთ–ერთი ადგილობრივი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ადამიანის ძვლ...

მაი 19, 2022

სევასტოპოლში ქართველებმა გვასახელეს , საქართველოში კი ახლა სირცხვილით უნდა ვიწვოდეთ!

უამრავი ქართველი შეეწირა მართალ საქმეს - ფაშიზმთან ომს. საქართველოს მიერ დიდ სამამულო ომში გაგზავნილი და ამ ომში დაღუპული მებრძოლებიდან უმეტესი ნაწილი ყირიმში წარმოებული ბრძოლების შედეგად დაეცა. ქართველები მამაცურად იბრძოდნენ ქერჩში, სევასტოპოლის დაცვისა და მისი გათავისუფლების დროს.

მაი 10, 2022

ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერებმა ქვეყნის რეგიონებშიც მიაგეს პატივი დიდი სამამულო ომის მებრძოლებს

როგორც ვიუწყებოდით, ევრაზიის ინსტიტუტმა (მოძრაობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ინიციატორი ორგანიზაცია) 9 მაისს ჩაატარა საზეიმო ღონისძიებები, პატივი მიაგო რა ფაშიზმთან ომში დაღუპულ გმირებს. დედაქალაქის გარდა, ასეთი ღონისძიებები, თუნდაც უფრო მცირე მასშტაბით, რეგიონებშიც ჩატარდა. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს რამდენიმე ადგილიდან.

მაი 9, 2022

ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერების სადღესასწაულო აქცია 9 მაისს, ქ. თბილისში

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ინიციატივით, 9 მაისს, თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში – ბათუმში, ქარელსა და თელავში, გაიმართა გამარჯვების დღესთან დაკავშირებული სამახსოვრო ღონისძიებები. ინიციატივას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ 2009 წელს დაარსებული ევრაზიის ინსტიტუტის აქტივისტებმა, არამედ თანამოაზრეებმა სხვა ორგანიზაციებიდან, როგორც მაგალითად, ტარას გაგნიძემ (ფონდი „ისტორიული მემკვიდრეობა“), ვიქტორ ცაავამ (პოლიტკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“), გიორგი ირემაძემ („პატრიოტი ტვ“) და სხვ.

თებ 15, 2022

გერმანიის კანცლერმა მოსკოვში უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო

მსოფლიოში გართულებული ვითარების ფონზე, მოსკოვს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვია. პროტოკოლის მიხედვით, კანცლერმა პირველ რიგში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი შეამკო გვირგვინით. იხილეთ ვიზეოზე, ამ ულამაზესი ცერემონიალის ნაწყვეტები: 

იან 29, 2022

"საქართველოს უკვდავი ჯარის" ძირითადი გეგმები 2022 წელს

მიმდინარე, 2022 წელს, გაგრძელდება საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "საქართველოს უკვდავი ჯარი" აქტიური მოღვაწეობა. დასახულია კონკრეტული ღონისძიებები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი ღიაა ყველა მოქალაქისათვის, ვისთვისაც უცნობია თავისი ფრონტელი წინაპრის ბედი და აინტერესებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არქივების საშუალებით მათზე ინფორმაციის მოძიება ან ნებისმიერი სხვა საკითხი, დაკავშირებული მეორე მსოფლიო და დიდ სამამულო ომთან. დაწვრილებით:- უფრო აქტიურად შეივსება ვებგვერდის, "დიდი სამამულო" ომის ცნობარი. სამწუხაროდ, ანტიქართული ძალები ყველანაირად აბრკოლებენ ვებგვ...

დეკ 10, 2021

გერმანული კერძო არქივი ძალიან საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს - 1945 წლის 3 მაისი, ბერლინი

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე დამოუკიდებელი, კერძო ორგანიზაცია CHRONOS-MEDIA, რომელიც ისტორიული ვიდეოარქივების განახლებაზე მუშაობს, თავის "იუტუბის" არხზე აქვეყნებს 1945 წლის 3 მაისს ბერლინში გადაღებულ კადრებს. ბერლინი უკვე აღებულია, რაიხსტაგზე წითელი დროშა ფრიალებს, ქალაქს საბჭოთა სარდლობა, მარშალ გ. ჟუკოვის ხელმძღვანელობით, ათვალიერებს.ჯარისკაცებს მიმართავს სტალინგრადის გმირი, რომელიც აღნიშნავს, რომ საბჭოთა ჯარმა სტალინგრადიდან ბერლინამდე დაამტკიცა, რომ გერმანული ვერმახტი არ იყო უძლეველი, უძლეველი მხოლოდ წითელი არმიაა:"ამხანაგებო! ჩვენ ამ გამარჯვებას იმიტომ მივაღწიეთ, რომ ჩვენს სახე...

ნოე 20, 2021

„არ მოუსმინოთ პროვოკატორებს!“ - ორგანიზაცია „საქართველოს უკვდავი ჯარის“ ხელმძღვანელის მიმართვა თბილისის მერს, კ. კალაძეს

როგორც გასულ დღეებში გახდა ცნობილი, თბილისის მერი, ბ-ნი კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, ვაკის პარკში მოეწყოს „ქართველ გმირთა მემორიალი“. ეს განცხადება მან სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გააკეთა: "ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს საქართველოს გმირების მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდავსაყოფად. ამავდროულად, ისტორიულ ექსკურსს მოიაზრებს და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებულ ცნობებს მიაწვდის ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში დარგის სპეციალ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება