
გერმანული კერძო არქივი ძალიან საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს - 1945 წლის 3 მაისი, ბერლინი
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე დამოუკიდებელი, კერძო ორგანიზაცია CHRONOS-MEDIA, რომელიც ისტორიული ვიდეოარქივების განახლებაზე მუშაობს, თავის "იუტუბის" არხზე აქვეყნებს 1945 წლის 3 მაისს ბერლინში გადაღებულ კადრებს. ბერლინი უკვე აღებულია, რაიხსტაგზე წითელი დროშა ფრიალებს, ქალაქს საბჭოთა სარდლობა, მარშალ გ. ჟუკოვის ხელმძღვანელობით, ათვალიერებს.
ჯარისკაცებს მიმართავს სტალინგრადის გმირი, რომელიც აღნიშნავს, რომ საბჭოთა ჯარმა სტალინგრადიდან ბერლინამდე დაამტკიცა, რომ გერმანული ვერმახტი არ იყო უძლეველი, უძლეველი მხოლოდ წითელი არმიაა:
"ამხანაგებო! ჩვენ ამ გამარჯვებას იმიტომ მივაღწიეთ, რომ ჩვენს სახელოვან არმიას სათავეში უდგას დიადი საბჭოთა ხალხი, დიადი პარტია, დიადი და ბრძენი ამხანაგი სტალინი! ვაშა!"
მასალაში ასევე შესულია კადრები, როგორ ილხენენ ციმბირელი რუსი ჯარისკაცები ბერლინში.
გთავაზობთ ამ ვიდეომასალას: