მართლა აკრძალა თუ არა სტალინმა 9 მაისს გამარჯვების დღის ზეიმი? – DidiSamamulo.Ge

მართლა აკრძალა თუ არა სტალინმა 9 მაისს გამარჯვების დღის ზეიმი?

მართლა აკრძალა თუ არა სტალინმა 9 მაისს გამარჯვების დღის ზეიმი?

by SuperUser
A+A-
Reset

საბჭოთა კავშირის მიმართ სიძულვილით განწყობილი ლიბერალები, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფო დიდი ხანია, აღარ არსებობს, არ ცხრებიან და განაგრძობენ მისი დისკრედიტაციის მცდელობებს. ყველაფერთან ერთად, ისინი აცხადებენ, თითქოს იოსებ სტალინმა 9 მაისის ზეიმი – გერმანულ ნაციზმზე/ფაშიზმზე გამარჯვების დღე, აკრძალა.

მიზეზი, მათი ჭკუით, ის არის, რომ სტალინს “ვეტერანების ეშინოდა” (?!) და, ისედაც, ფაშიზმზე გამარჯვება არ ყოფილა საზეიმო დღე, რადგანაც საბჭოთა კავშირმა უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო ამ ომში.

ეს ლოგიკას მოკლებული სიცრუე, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად მუსირებს და მას ერთგვარი დამაჯერებლობა შესძინა ლიბერალური მასმედიის ჰიპერაქტიურობამ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სტალინს არც ომის ვეტერანების ეშინოდა და არც ზეიმი აუკრძალავს. პირიქით, 1945 წლიდან მოყოლებული, 9 მაისი უწყვეტად იყო და არის საზეიმო დღე, ფაშიზმზე გამარჯვების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღე.

მაშ ასე, რა აძლევს საფუძველს ისტორიის გამყალბებლებს, რომ ამის საპირისპირო ამტკიცონ და სტალინს ცილი დასწამონ? საქმე ისაა, რომ ხდება ორი ცნების განზრახ აღრევა – საზეიმო და უქმე (ანუ არასამუშაო) დღის ცნებებისა. 1945 წელს, როდესაც გერმანიის უსიტყვო კაპიტულაცია ჩაიბარა საბჭოთა სარდლობამ, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დიდი ზეიმი მოეწყო, ხალხი ქუჩებში გამოვიდა, იყო დიდი სიხარული, სიცილი და სიმღერები. ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეომასალა არსებობს. საბჭოთა ხელისუფლებამ უზარმაზარი ფეიერვერკი მოაწყო მტერზე გამარჯვების აღსანიშნად.

9 მაისი გამოცხადდა უქმე, არასამუშაო დღედ. მაგრამ ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ ახალი წელი – 1-ლი იანვარი გამოცხადდა სამუშაო დღედ! საბჭოთა კავშირი, ნაომარი ქვეყანა, გაჩანაგებული ქალაქებითა და სოფლებით, საჭიროებდა დიდ ძალისხმევას, რომ უმოკლეს ვადებში აღმდგარიყო დანგრეული ინფრასტრუქტურა, ამიტომ, ზედმეტი უქმე დღეების გამოცხადების ფუფუნებას საკუთარ თავს ვერ მისცემდა! დღეს წარმოუდგენელია, რომ 1-ლი იანვარი ოდესმე სამუშაო დღე იყო, მაგრამ 9 მაისმა თვით ახალი წლის ზეიმი დაჩრდილა და ორი წლით – 1946 და 1947 წლების მანძილზე, იგი გახდა უქმე დღეც (საზეიმო დღესთან ერთად).

1948 წელს კი 1-ლ იანვარს დაუბრუნდა უქმე დღის სტატუსი, 9 მაისი კი ისევ სამუშაო დღედ იქცა. მაგრამ ის, რომ გამარჯვების დღე სამუშაო დღედ გამოცხადდა, არასგზით არ ცვლიდა მის საზეიმო სტატუსს! რატომ არ შეიძლება, სამუშაო დღეც იყოს ზეიმი? საზეიმო დღის სტატუსი 9 მაისმა 1948 წელსაც და შემდგომ წლებშიც შეინარჩუნა (მათ შორის, სტალინის გარდაცვალების შემდეგაც). 1965 წელს კი, გამარჯვების 20 წლის თავზე, საბჭოთა ლიდერმა, ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელიც თავად იყო ომის მონაწილე და ეს ომი პირადად მისთვის წმინდათა წმინდა იყო, უფრო გააფართოვა საზეიმო ღონისძიებების მასშტაბები, ამ წელს ჩაატარა სამხედრო აღლუმიც (სამხედრო აღლუმი, საბჭოთა კავშირში, ყოველ წელს, რევოლუციის დღის, 7 ნოემბრის აღსანიშნად ტარდებოდა ხოლმე).

1948 წლიდან 1965 წლამდე 9 მაისი აღნიშნებოდა სახელმწიფო დონეზე, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე, იმართებოდა სახალხო სეირნობები, ფეიერვერკები (საარტილერიო სალუტი) და სხვა. მასმედიის საშუალებით მთავრობა და პარტია ულოცავდა შეიარაღებულ ძალებსა და მთელ ხალხს, ფაშიზმზე გამარჯვებას. ასე რომ, 9 მაისი არასოდეს იყო გლოვის ან შიშის დღე, იგი ყოველთვის იყო და დარჩება ფაშიზმზე გამარჯვების საზეიმო დღედ!

გთავაზობთ შესანიშნავი რუსი ბოგერის ვიდეოსიუჟეტს ამ თემაზე, “ტაგანაი-ტვ” (სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ გამარჯვების დღის ზეიმის მასშტაბები არა სტალინმა, არამედ ხრუშჩოვმა შეამცირა, სწორედ იმის გამო, რომ გამარჯვების დღე სტალინის სახელს უკავშირდება!):

Рекомендуем