
ალექსანდრე ვასილევსკი დიდი სამამულო ომის სახელგანთქმული მარშალი იყო. 1942 წლიდან 1945 წლამდე, წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე, ვასილევსკი საბჭოთა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში მესამე ფიგურა იყო იოსებ სტალინისა და გიორგი ჟუკოვის შემდეგ.
ალექსანდრ მიხაილოვიჩ ვასილევსკი 1895 წლის 30 სექტემბერს კოსტრომის გუბერნიის სოფელ ნოვაია გოლჩიხაში დაიბადა. ის მეოთხე შვილი იყო მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. ალექსანდრეს ბავშვობა საკმაოდ ღარიბი იყო. მამას, მიხაილ ალექსანდროვიჩს, რვაშვილიანი ოჯახის შესანახად დიდი შრომა უწევდა. ზაფხულში ის მინდვრებსა და ბოსტნებში მუშაობდა, ზამთარში კი დურგლობას ეწეოდა. ალექსანდრემ სამრევლო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კინეშმის სასულიერო სკოლაში გადავიდა, მოგვიანებით კი კოსტრომის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. სტუდენტების უმეტესობის მსგავსად, მან სემინარია საერო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად პლაცდარმად გამოიყენა.
სოფელში გაზრდილი ალექსანდრე აგრონომის ან სოფლის მასწავლებლის პროფესიაზე ოცნებობდა. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ახალგაზრდა კაცის გეგმები შეიცვალა. მისთვის და მისი ოჯახისთვის მოულოდნელად, ალექსანდრე ვასილევსკი ჯარისკაცი გახდა. ის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა, სადაც მალევე გახდა ასეულის მეთაური. ალექსანდრ მიხაილოვიჩის რაზმი პოლკში საუკეთესო გახდა საბრძოლო მომზადების, დისციპლინისა და საბრძოლო ეფექტურობის თვალსაზრისით. მომავალი მარშალი მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი იყო თავის ხელქვეითებთან. 1919 წლიდან, ვასილევსკი ბოლშევიკებს შეუერთდა და წითელარმიელი გახდა. სახელოვანი გენერალი ამ წლებს იგონებდა, როგორც გადამწყვეტს მისი ცხოვრების გზის არჩევაში.
1931 წლის შემოდგომაზე ვასილევსკი წითელი არმიის იმ დროისთვის ახლადშექმნილი საბრძოლო მომზადების დირექტორატის მეთაურად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ, ვასილევსკი, რომელიც უკვე გამოცდილი ორგანიზატორი იყო ჯარების საბრძოლო მომზადებისა, ვოლგის სამხედრო ოლქის შტაბის განყოფილების უფროსად დაინიშნა. შემდეგ იგი პოლკოვნიკის წოდებამდე დააწინაურეს.
1940 წლის მაისში ვასილევსკი გენერალური შტაბის ოპერაციების დირექტორატის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე მიხაილოვიჩმა დასავლეთიდან მოახლოებული ომის საფრთხე განსაკუთრებით მწვავედ იგრძნო, როდესაც 1940 წლის ნოემბერში სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში გერმანიაში გაემგზავრა. ამ მოგზაურობამ ღრმა შთაბეჭდილება დატოვა, რაც აჩვენებდა, რომ საბჭოთა კავშირი მზად უნდა ყოფილიყო.
სსრკ-ში ომის დაწყებისთანავე ვასილევსკის უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაეკისრა. პირველივე დღიდან, გენერალ-მაიორის რანგში, მას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა დაევალა. გენერალური შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობდა და ფრონტიდან ყველა ინფორმაციას იღებდა.
1941 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ნაცისტებმა ძლიერი დარტყმები განახორციელეს სარეზერვო და ბრიანსკის ფრონტების ჯარებზე, რომელთაც მძიმე, სისხლიან ბრძოლებში ჩართვა მოუწიათ. დაიწყო მოსკოვის ბრძოლა. გენერალური შტაბის წევრებმა, მათ შორის, ვასილევსკიმ, უდიდესი წვლილი შეიტანეს მოსკოვთან მტრის შეკავებასა და მის უკუგდებაში. ვასილევსკი ფრონტის სახიფათო სექტორებში პირადად გადიოდა და თავს უყრიდა სტრატეგიულ რეზერვებს.
წითელი არმიის შეტევა, რომელიც მოსკოვის ბრძოლის დროს დაიწყო, 1942 წლის გაზაფხულზე შეჩერდა და ფრონტები თავდაცვით რეჟიმში გადავიდნენ. გენერალურმა შტაბმა მომავალი გაზაფხულისა და ზაფხულისთვის შესაძლო საბრძოლო გეგმები შეიმუშავა. შემდეგ შტაბმა ალექსანდრე ვასილევსკი ოპერატიული ფუნქციების განხორციელებისგან გაათავისუფლა და ის გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 1942 წლის 26 აპრილს მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 26 ივნისს კი, ვასილევსკი გენერალური შტაბის უფროსად იქნა დამტკიცებული.
სტალინგრადის ბრძოლის (1942-1943) დროს ვასილევსკიმ მოამზადა ოპერაცია გენერალ ფრიდრიხ პაულუსის მე-6 გერმანული საველე არმიის სტალინგრადში ალყაში მოქცევის მიზნით და შემდეგ კოორდინაცია გაუწია საბჭოთა ფრონტების მოქმედებებს. ბრძოლის კრიტიკულ მომენტში, როდესაც ფელდმარშალ ერიხ ფონ მანშტაინის ძალები 1942 წლის დეკემბერში პაულუსის ძალებთან შესახვედრად მიიჩქაროდნენ, ვასილევსკიმ სტალინგრადის ფრონტი გენერალ როდიონ მალინოვსკის მე-2 გვარდიული არმიით გააძლიერა, რომელიც დონის როსტოვზე უნდა წასულიყო. სტალინმა უკანა თარიღით დაამტკიცა ვასილევსკის თამამი გადაწყვეტილება. 1943 წლის 18 იანვარს, ავტორიტეტული სარდალი არმიის გენერლად, ხოლო 16 თებერვალს – საბჭოთა კავშირის მარშლად დააწინაურეს.
1943 წლის ზაფხულში კურსკის ბრძოლის დროს ვასილევსკიმ კოორდინაცია გაუწია სტეპისა და ვორონეჟის ფრონტების მოქმედებებს, ხოლო 1943 წლის შემოდგომიდან 1944 წლის გაზაფხულამდე ხელმძღვანელობდა დონბასის, მარჯვენა სანაპირო უკრაინისა და ყირიმის გათავისუფლებას.
1944 წლის 10 მაისს ვასილევსკი დაჯილდოვდა სსრკ-ის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი – გამარჯვების ორდენით, იგი ჟუკოვის შემდეგ, ამ ორდენის მეორე კავალერი გახდა. სტალინი მხოლოდ მესამე იყო.
1944 წლის ზაფხულში ბელორუსიის გასათავისუფლებლად ჩატარებული ოპერაცია „ბაგრატიონის“ დროს, მარშალი კოორდინაციას უწევდა პირველი და მეორე ბალტიის ფრონტების, ასევე მესამე ბელორუსიის ფრონტის მოქმედებებს. 1944 წლის 29 ივლისს ვასილევსკი პირველად დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავით. შემდეგ მან ჩაიბარა წითელი არმიის შეტევის მეთაურობა ბალტიისპირეთში.
1945 წ. 18 თებერვალს, წინა მეთაურის, ივან ჩერნიახოვსკის გარდაცვალების შემდეგ, იგი დაინიშნა მესამე ბელორუსიის ფრონტის მეთაურად. ვასილევსკიმ სწრაფად შეაფასა სიტუაცია და შეიმუშავა გეგმა: ჯერ მტრის ჰაილსბერგის ჯგუფის დამარცხება, შემდეგ კონიგსბერგზე (ახლანდელი კალინინგრადი) თავდასხმა და ბოლოს გერმანული ძალების განადგურება სამლანდის ნახევარკუნძულზე. ამ ოპერაციების წარმატებით შესრულებისთვის მარშალს მიენიჭა გამარჯვების მეორე ორდენი.
თუმცა მარშალ ვასილევსკის სამხედრო ხელმძღვანელობის მწვერვალად მანჯურიის სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია მიიჩნევა, რომელიც 1945 წლის 9 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მიმდინარეობდა და ის გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ განხორციელდა. შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა ძალების მთავარსარდლის, მარშალ ვასილევსკის მეთაურობით, სამი საბჭოთა ფრონტიდან თავმოყრილმა 1,5-მილიონიანმა არმიამ სწრაფად დაამარცხა იაპონიის კვანტუნის არმია (მოკავშირეთა ძალების ჩათვლით) მანჯურიაში (1,215,000 ჯარისკაცი). საბჭოთა ჯარებმა სამხრეთ სახალინი და კურილის კუნძულები დაიკავეს. იმპერიული იაპონიის დამარცხებით მეორე მსოფლიო ომის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.
ომის დასრულების შემდეგ, მარშალი ვასილევსკი მაღალ სამხედრო თანამდებობებს იკავებდა. გარდაიცვალა 1977 წელს.
ა. მ. ვასილევსკი განეკუთვნებოდა იმ რამოდენიმე გენერლის რიცხვს, რომლებიც სტალინის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდნენ.

Александр Василевский – прославленный маршал Великой Отечественной войны. В 1942-1945 годах Василевский в качестве начальника Генштаба Красной армии был третьим по значимости лицом в кругу руководителей Вооруженных сил СССР после Иосифа Сталина и Георгия Жукова. О биографии и подвигах маршала – в материале MIR24.TV.
Александр Михайлович Василевский родился в 30 сентября 1895 года в селе Новая Гольчиха Костромской губернии. Он был четвертым ребенком в многодетной семье священника небольшого сельского прихода. Детство Александра было весьма небогатым. Отцу семейства, Михаилу Александровичу, пришлось много трудиться, чтобы прокормить семью из восьми детей. В летнее время он работал в поле и огороде, зимой выполнял плотницкие работы. Александр окончил церковно-приходскую школу, после нее поступил в кинешемское духовное училище, а затем в костромскую духовную семинарию. Как и большинство учащихся, семинарию он использовал как трамплин для поступления в светское высшее учебное заведение.
Александр, выросший в деревне, мечтал стать агрономом или сельским учителем. Но с началом Первой мировой войны планы юноши изменились. Неожиданно для себя и для родных Александр Василевский становится военным. Он вступил в армию добровольцем: сначала нес службу полуротным, затем командовал ротой. Подразделение Александра Михайловича стало лучшим в полку по боевой выучке, дисциплине и боеспособности. К своим подчиненным будущий маршал был требователен, но справедлив. В период революции Василевский примкнул к большевикам. Впоследствии военачальник назовет эти годы решающими в выборе жизненного пути.
Осенью 1931 года Василевского назначили командиром в формировавшееся тогда управление боевой подготовки Красной Армии. Через два года Василевский, теперь уже как опытный организатор боевой подготовки войск, направляется начальником отдела в штаб Приволжского военного округа. Тогда же ему присвоили звание «полковник».
В мае 1940 года Василевский назначается первым заместителем начальника оперативного управления Генерального штаба. Приближение опасности войны с Запада Александр Михайлович особенно остро ощутил, когда ездил в составе правительственной делегации в ноябре 1940 года в Германию. Эта поездка оставила тяжелое впечатление, она показала, что Советский Союз должен быть наготове.
С приходом войны в СССР на плечи Василевского легла огромная ответственность – с первого же дня он, будучи генерал-майором, решал важные задачи. Генеральный штаб работал круглосуточно – сюда поступали все сведения с фронтов.
30 сентября – 2 октября 1941 года гитлеровцы нанесли мощные удары по войскам Западного, Резервного и Брянского фронтов, которые вступили в тяжелые, кровопролитные бои. Началось Московское сражение. Огромный вклад в победу в Битве под Москвой внесли работники Генерального штаба, среди которых был и Василевский. Он выезжал на опасные направления фронта, участвовал в мероприятиях по сосредоточению стратегических резервов.
Начатое в ходе Московской битвы наступление Красной армии к весне 1942 года приостановилось, фронты перешли к обороне. Генеральный штаб прорабатывал возможные варианты плана ведения боевых действий в предстоящий весенне-летний период. Тогда ставка освободила Александра Василевского от руководства оперативным управлением, он стал и.о. начальника Генерального штаба. 26 апреля 1942 года ему было присвоено звание генерал-полковника. 26 июня того же года Василевский был утвержден в должности начальника Генерального штаба.
Во время Сталинградского сражения 1942-1943 годов Василевский подготовил операцию по окружению 6-й германской полевой армии генерала Фридриха Паулюса в Сталинграде, а затем координировал действия советских фронтов. В критический момент битвы, когда в декабре 1942-го войска фельдмаршала Эриха фон Манштейна рвались навстречу соединениям Паулюса, Василевский усилил Сталинградский фронт 2-й гвардейской армией генерала Родиона Малиновского, которая должна была наступать на Ростов-на-Дону. Смелое решение Василевского Сталин утвердил задним числом. 18 января 1943 года военачальнику присвоили звание генерала армии, а уже 16 февраля — маршала Советского Союза.
В ходе битвы на Курской Дуге летом 1943 года Василевский координировал действия Степного и Воронежского фронтов, с осени 1943 по весну 1944 года руководил освобождением Донбасса, Правобережной Украины и Крыма.
10 мая 1944 года Василевский был награжден высшей военной наградой СССР орденом «Победы», став вторым его кавалером после Жукова. Сталин же стал только третьим.
Во время операции «Багратион» по освобождению Беларуси летом 1944 года маршал координировал действия 1-го и 2-го Прибалтийских, а также 3-го Белорусского фронтов. 29 июля 1944 года Василевский удостоился первой медали Золотая звезда Героя Советского Союза. Тогда же стал руководить наступлением Красной армии в Прибалтике.
18 февраля 1945 был назначен командующим 3-м Белорусским фронтом в связи с гибелью предыдущего командующего Ивана Черняховского. Василевский ускоренно изучил обстановку и разработал план: сначала разгром Хейльсбергской группировки противника, потом штурм Кенигсберга (ныне Калининград), а затем сокрушение немецких войск на Земландском полуострове. За успешно проведенные операции маршал был удостоен второго ордена «Победа».
Маньчжурская стратегическая наступательная операция 9 августа-2 сентября 1945 года стала вершиной полководческого искусства маршала Василевского. Проходила она уже после капитуляции Германии.
Полуторамиллионная группировка трех советских фронтов под руководством главнокомандующего советскими войсками на Дальнем Востоке маршала Василевского за короткий срок разгромила в Маньчжурии японскую Квантуньскую армию (вместе с союзными частями – 1 миллион 215 тысяч солдат), заняв Южный Сахалин и Курильские острова. С разгромом императорской Японии была окончательно выиграна Вторая мировая война.
После войны занимал высокие армейские должности. Скончался в 1977 году. Василевский был одним из нескольких генералов, которые пользовались особым доверием Сталина.
