რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიკენ ჰიუტფელდთან ერთად, ნორვეგიულ ქალაქ ტრომსიოს სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულნი არიან მეორე მსოფლიო ომში/დიდ სამამულო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცები, ყვავილები მიიტანა.
ლავროვმა განაცხადა, რომ ის ყურადღება და პატივისცემა, რომელსაც ნორვეგია იჩენს საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნის მიმართ, გასაოცარია.
“იმედი მაქვს, რომ ორმხრივი დიალოგის კეთილი ტრადიციის შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხედვების ურთიერთშეჯერებას იმასთან დაკავშირებით, თუ დღესდღეობით, ძალზე რთულ მსოფლიოში, უზრუნველვჰყოთ უსაფრთხოება იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა იდეოლოგიური მისწრაფებები აქვს ამა თუ იმ ქვეყანას, იქნება ეს ნატოს წევრი თუ რუსეთის ფედერაცია” – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მადლობის სიტყვებთან ერთად.
ქალბატონმა ჰიუტფელდმა კი, ლავროვთან მოლაპარაკებებისას განაცხადა: “არაერთი ნორვეგიელი ინახავს ხსოვნას მეორე მსოფლიო ომზე. … ჩემი ბაბუა მამის მხრიდან, საკონცენტრაციო ბანაკში იჯდა საბჭოთა ჯარისკაცებთან ერთად და ამ ხსოვნას თავისი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა”.
ნორვეგიელმა მინისტრმა რუს კოლეგას საოჯახო რელიკვია აჩვენა – ბაბუის ზარდახშა, რომელსაც ის ომის დროიდან ინახავდა. როგორც ჰიუტფელდმა გაიხსენა, ბაბუას სიცოცხლის ბოლომდე შეეძლო რუსული ლექსების ზეპირად თქმა.
საპასუხოდ ლავროვმა კიდევ ერთხელ გადაიხადა დიდი მადლობა, იმის გამო, თუ “როგორ სათუთად ინახავენ ნორვეგიელი ხალხი და ნორვეგიის მთავრობა ხსოვნას იმ გმირობაზე, როდესაც წითელმა არმიამ გაათავისუფლა ჩრდილოეთი ნორვეგია”.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო რუსი მინისტრის პირველი ვიზიტი ნორვეგიაში, საბჭოთა ჯარისკაცებისადმი პატივის მიგების მიზნით, ასეთი ვიზიტები ცივილიზებულ ნორვეგიაში, რომელიც მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ზოგიერთი სხვა ქვეყნისათვის, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოსთვის, დროდადრო ხორციელდება. ნორვეგიის მიწაზე სულ დაახლოებით 15 ათასი წითელარმიელია დაკრძალული.

