მებაღიშვილი კარლო ალექსანდრეს ძე

დაიბადა 1920 წელს, თბილისში, საშუალო სკოლა ახალციხეში დაამთავრა. იზიდავდა რა ავიაცია, ჩაირიცხა ქ. კრასნოდარის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში. 1940 წლიდან ომის პირველ დღეებამდე 313-ე განსაკუთრებული დეზვერვითი საავიაციო პოლკის შემადგენლობაში მსახურობდა.

1941 წლის 22 ივნისიდანვე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, თითქმის მის დასრულებამდე. 1941 წლის 10 სექტემბრიდან მებაღიშვილი კომკავშირის ხაზით შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილების, დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედი, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ქვედანაყოფის მებრძოლად ჩარიცხეს, შემდეგ კი ამ ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე გახდა. სპეცრაზმში ყოფნისას, კარლო მებაღიშვილმა სამ სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და პირადად 25 ფაშისტი გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ მებაღიშვილის მოიერიშე თვითმფრინავი ერთხელ ჩამოაგდეს, მაგრამ პილოტმა მოახერხა თავის გადარჩენა და ბელარუს პარტიზანებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში იბრძოდა, რის გამოც შემდეგ წითელი ვარსკვლავის ორდენი დაიმსახურა.  

1941 წლის მიწურულიდან მოყოლებული, 1944 წლის მარტამდე, დაუბრუნდა შტურმანის ფუნქციას დასავლეთის ფრონტის 33-ე საგანგებო საავიაციო ესკადრილიაში, სადაც მანამდე 1941 წლის ივლისიდან სექტემბრამდე მსახურობდა. 1944 წლის აგვისტოში კარლო მებაღიშვილი უკვე გვარდიის ლეიტენანტია და ამ რანგში ჯერ მფრინავად, შემდეგ კი მე-3 ბელორუსიის ფრონტის 1-ლი საჰაერო არმიის 1-ლი საგვარდიო, სტალინგრადის წითელი დროშის ორდენოსანი სუვოროვისა და კუტუზოვის დივიზიების 74-ე საგვარდიო შენაერთის მეთაურად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა გერმანელების დაცვის გარღვევაში აღმოსავლეთ პრუსიის მისადგომებთან, ასევე ციხე-სიმაგრე-ქალაქ კიონიგსბერგის, ზემლანდის ნახევარკუნძულისა და პილაუს პორტის შტურმსა და გათავისუფლებაში. 

გამომდინარე იქედან, რომ გვარდიის ლეიტენანტმა კ. მებაღიშვილმა, ომის განმავლობაში, 1500-ზე მეტი სადაზვერვო-სამეკავშირო ფრენა განახორციელა („პო-2“-ით, იგივე „უ-2“), ამას გარდა კიდევ 108 წარმატებული საბრძოლო ფრენა მოიერიშე ИЛ-2 -ით, რის შედეგადაც გაანადგურა მოწინააღმდეგის 11 ტანკი, 2 თვითმავალი მოწყობილობა, 87 საველე ბატარეა და არტილერია, 9 საზენიტო არტილერიის ბატარეა, 13 საცეცხლე წერტილი, 35 ფურა, ორთქლმავალი და 15 ვაგონი, 4 იარაღის საწყობი, გააჩინა 42 ხანძარი ფაშისტური ჯარების თავმოყრის ადგლებში და მოსპო 400-ზე მეტი მტრის ჯარიკაცი და ოფიცერი, კარლო ალექსანდრეს ძე მებაღიშვილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ლენინის ორდენითა და ოქროს მედლით (1945 წლის 29 ივნისს). მებაღიშვილი ასევე ფლობდა დიდი სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენს, წითელი დროშის სამ ორდენს და სხვა ჯილდოებს.

სამწუხაროდ, დაიღუპა კატასტროფის შედეგად, 1949 წლის 23 ივნისს. ქართველი გმირის სახელი უკვდავყოფილია კალინინგრადში (ყოფ. კიონიგსბერგი) დიდების მემორიალზე, რომელიც „საბჭოთა კავშირის მარშალ ვასილევსკის მოედნის“ სახელობის არის. მებაღიშვილის სახელი ეწოდა ქუჩას ახალციხეში და მამამისის მშობლიურ სოფელ მუხრანში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება