762
სამხედრო-საპორტო ქალაქ სევასტოპოლში დიდი სამამულო ომის დროს დახოცილი მშვიდობიანი ადამიანების ერთიანი სამარხი იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა იუწყება.
ამ დროისათვის ჩატარებულია ხუთი დათვალიერება თანამედროვე კრიმინალისტური ტექნიკის დახმარებით. ადამიანთა ფრაგმენტებს სამედიცინო-კრიმინალისტური ექსპერტიზა უტარდებათ, მიმდინარეობს საარქივო და საველე-ძებნითი სამუშაოები. მუშაობაში ჩაერთო საზოგადოებრივი მოძრაობა “დოლგ” (“ვალი”), რომელიც მსგავს სამუშაოებს ატარებს ხოლმე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენიდან სულ მცირე, 77 წელი მაინც არის გასული, ღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს გენოციდის კვალიფიკაციით.

