75 წლის წინ საბჭოთა ჯარებმა ხარკოვი გაათავისუფლეს და დაიწყეს ბრძოლა დნეპრისთვის — ეს დიდი სამამულო ომის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრძოლა და ომების ისტორიაში წყლის ზღუდის ფორსირების ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო. გათავისუფლებული ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობა საბჭოთა ჯარისკაცებს მხურვალედ ესალმებოდა — იმ დროისთვის ნაცისტი ოკუპანტებისა და მათი ხელშემწყობი ადგილობრივი ნაციონალისტების ხელით უკვე მილიონობით უკრაინის სსრ-ის მცხოვრები იყო დაღუპული. ექსპერტების თქმით, მარცხენა ნაპირის უკრაინას სსრკ-ის ყველა რესპუბლიკის წარმომადგენელი ათავისუფლებდა, და უპირველეს ყოვლისა — რსფსრ-დან (რუსეთიდან). იმის შესახებ, თუ როგორ გახდა დნეპრი „გმირების მდინარე“ — იხილეთ RT-ს მასალაში.
1940-იანი წლების დასაწყისში ხარკოვი მთელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო და სამეცნიერო ცენტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1934 წელს ქალაქმა ფორმალურად დაკარგა უკრაინის სსრ-ის დედაქალაქის სტატუსი, ომის დაწყებამდე მასში მთელი რიგი რესპუბლიკური დაწესებულებები აგრძელებდა ფუნქციონირებას. სწორედ აქ 1923 წელს, სსრკ-ში პირველად შეძლეს მეცნიერებმა ატომის ბირთვის გახლეჩა, რესპუბლიკის ყოფილ დედაქალაქში აშენდა სახელმწიფო მრეწველობის სახლი, რომელიც პირველ საბჭოთა ცათამბჯენად ითვლება, ხოლო ხარკოვის ტრაქტორების ქარხანა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მანქანათმშენებელი საწარმო იყო.
ხარკოვი ცეცხლის ალში
კიევის დაბომბვის შემდეგ ხარკოვი ჰიტლერელების მთავარ სამიზნედ იქცა სამხრეთის მიმართულებით. საბჭოთა ჯარები თავგანწირვით იცავდნენ ქალაქს, მაგრამ ძალები უთანასწორო აღმოჩნდა და 1941 წლის 24-25 ოქტომბერს ხარკოვი დაეცა.
გერმანული ჯარების შემოსვლის შემდეგ ქალაქში სასტიკი საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. ფრონტთან სიახლოვის გამო ხარკოვში სამოქალაქო ხელისუფლების მსგავსიც კი არაფერი შექმნილა — მოქმედებდა სამხედრო მმართველობა. ნაცისტებმა ვერ შეძლეს ადგილობრივი მოსახლეობის ლოიალობის მიღწევა და არ ენდობოდნენ მას, ამიტომ დაიწყეს ხარკოვში ОУН–УПА-ს წევრების ჩაყვანა დასავლეთ უკრაინიდან, რომელთაგანაც დამსჯელი დამხმარე პოლიცია ჩამოაყალიბეს. მას სათავეში ჩაუდგა ОУН-ის წევრი კონიკი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაზე მორალური ზეწოლისთვის პოლიციელების აღლუმებს აწყობდა „Ще не вмерла Украина“-ს ჰანგების ფონზე.
ოკუპაციის პირველივე დღეებიდან ჰიტლერელებმა და მათმა ხელშემწყობებმა ОУН-დან ხარკოველების მასობრივი განადგურება დაიწყეს. პირველ რიგში კლავდნენ ებრაელებსა და მათ ვისაც „საბჭოთა აქტივისტებად“ მიიჩნევდნენ, შემდეგ კი — მძევლებსა და ოკუპანტების მიერ დაწესებული რეჟიმის „დამრღვევებს“.

ხარკოვი ოკუპაციის დროს, 1943 წელი
მოსახლეობას ართმევდნენ საკვებ პროდუქტებს, რის გამოც ქალაქში ხელოვნური შიმშილი დაიწყო. ხალხი მასობრივად გარბოდა მიმდებარე სოფლებში, მაგრამ ესეც ხშირად უშედეგო იყო. ნაცისტების მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ (როგორც სიკვდილით დასჯილების, ისე შიმშილითა და გაჭირვებით დაღუპულების) ხარკოვისა და მისი შემოგარენის მცხოვრებთა შორის, ზოგიერთი მონაცემებით 280 ათასს მიაღწია. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებით სამუშაოებზე გერმანიაში გაიყვანეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი შედარებით გვიან იქნა ოკუპირებული, საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დახევამდე მძლავრი იატაკქვეშეთის ჩამოყალიბება მოასწრო, რომელმაც ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 23 ათასი ოკუპანტი გაანადგურა, ააფეთქა 21 მტრის ეშელონი და გაანადგურა ოთხი ჰიტლერული შტაბი.
ხარკოვის ფრონტთან შედარებითი სიახლოვის გამო საბჭოთა ჯარებმა რამდენჯერმე სცადეს ქალაქის დაბრუნება, და 1943 წლის თებერვალში მათ ეს დროებით შეძლეს კიდეც, მაგრამ ჰიტლერელებმა კიდევ ნახევარი წლით დაიბრუნეს უკრაინის პირველი დედაქალაქი.
ბელგოროდ-ხარკოვის ოპერაცია
წარმატებებმა, რომლებსაც საბჭოთა ჯარებმა 1943 წლის ზაფხულში კურსკის ბრძოლისას მიაღწიეს, წითელ არმიას საშუალება მისცა, დაეწყო მისი დასკვნითი ოპერაცია — ბელგოროდ-ხარკოვის, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით „პოლკოვოდეცი რუმიანცევი“. ოპერაცია 3 აგვისტოს დაიწყო, 5 აგვისტოს საბჭოთა ჯარები ბელგოროდს მიადგნენ და იმავე დღის საღამოსთვის ქალაქი სრულად გაათავისუფლეს მტრისგან. თუმცა, შემდგომში მათ ჰიტლერელების სერიოზულ წინააღმდეგობასთან მოუწიათ შეჯახება.
„ხარკოვზე შეტევისას წითელარმიელები ნაცისტების მხრიდან გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ჰიტლერი ხარკოვში არა მხოლოდ ინდუსტრიულ ცენტრს, არამედ პოლიტიკურ სიმბოლოსაც ხედავდა და ამიტომ თავის ჯარისკაცებს მისი ბოლომდე დაცვას სთხოვდა. ქალაქში სასწრაფო წესით გადმოისროლეს ჰიტლერული სატანკო დივიზიები დონბასიდან. საბჭოთა შეტევა შენელდა, მაგრამ არ შეჩერებულა“, — განუცხადა RT-ს სამხედრო ისტორიკოსმა იური კნუტოვმა.
13 აგვისტოს საბჭოთა ჯარებმა ხარკოვის გარე თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს, ხოლო 17-ში უკვე მტერთან უკრაინის სსრ-ის პირველი დედაქალაქის გარეუბნებში იბრძოდნენ. 20-იანი წლების დასაწყისში ჰიტლერელებისთვის უკანდასახევი გზების უმეტესობა გადაჭრილი იყო.
„უკან დასახევად მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ მისი გადაჭრაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს სპეციალურად არ გააკეთეს. ხარკოვი დიდი ქალაქია და მასში მტრის მძლავრი დაჯგუფება იმყოფებოდა. ამიტომ, ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინის პირველი დედაქალაქის უსწრაფესი გათავისუფლებისთვის, ნაცისტური დაჯგუფების ნაწილის განადგურების ნაცვლად, მისი ქალაქიდან განდევნა გადაწყვიტეს. მე ეს ვერსია სრულიად საფუძვლიანად მიმაჩნია“, — აღნიშნა იური კნუტოვმა.
ხარკოვის გენერალური შტურმი 23 აგვისტოს ღამით დაიწყო და განთიადისთვის ქალაქი გათავისუფლებული იყო. თუმცა, მტერი სამხრეთ გარეუბნებში გამაგრდა და კონტრშეტევას ცდილობდა. ჰიტლერელების საბოლოოდ განდევნა მხოლოდ 30 აგვისტოს მოხერხდა. მაგრამ მაინც, სწორედ 1943 წლის 23 აგვისტო ითვლება ხარკოვის გათავისუფლების, ქალაქის დღედ და კურსკის ბრძოლის საბოლოო დასასრულის დღედ.
ამ დროისთვის მილიონზე მეტი მცხოვრებიდან ხარკოვში მხოლოდ 190 ათასი ადამიანი იყო დარჩენილი. ცენტრი სრულად იყო განადგურებული — სტალინგრადის შემდეგ ხარკოვი სსრკ-ში ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ მსხვილ დასახლებულ პუნქტად ითვლება. ამასთან, ნგრევის მიზეზი მხოლოდ ბრძოლები არ ყოფილა — მრავალი დაწესებულება და საწარმო ნაცისტებმა უკან დახევამდე მიზანმიმართულად გაანადგურეს.
ბრძოლა დნეპრისთვის
„კურსკის რკალზე გამართულ ბრძოლაში საბჭოთა ჯარების წარმატებამ ნაცისტებს გამოაცალა ხელიდან ის მობილური შენაერთები, რომლებიც მათ მობილური თავდაცვის წარმოების საშუალებას მისცემდა და გერმანელები შეეცადნენ, დნეპრზე მძლავრი სიმაგრეები აეგოთ, რომლებიც „აღმოსავლეთის ზღუდის“ ნაწილი უნდა გამხდარიყო. ჰიტლერელებს რომ თავიანთი ჩანაფიქრის სრულად განხორციელება შესძლებოდათ, საბჭოთა ჯარებს იქ სისხლის ღვრა მოუწევდათ“, — განუცხადა RT-ს ისტორიკოსმა და მწერალმა ალექსეი ისაევმა.

„ბრძოლა დნეპრისთვის“ ფრაგმენტი
1943 წლის 26 აგვისტოს საბჭოთა ჯარები დნეპრისკენ მთელი ფრონტის ხაზზე დაიძრნენ. უკან დახევისას ჰიტლერელებმა ე.წ. „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკას მიმართეს.
„არმიათა ჯგუფ „სამხრეთის“ მეთაურის, ერიხ ფონ მანშტაინის ბრძანებით, ნაცისტები ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, წვავდნენ სოფლებს, მიერეკებოდნენ საქონელს დნეპრიდან ათობით კილომეტრის სიგანის ზოლში. დონბასში ყველა მცხოვრებს — ჩვილებიდან მოხუცებამდე — კლავდნენ და შახტებში ყრიდნენ. მანშტაინი შემდეგ ცდილობდა თავის გამართლებას წიგნებში, რომლებსაც წერდა, მაგრამ ისინი სავსეა სიცრუით. ის — სამხედრო დამნაშავეა“, — ხაზი გაუსვა იური კნუტოვმა.
1943 წლის 15 სექტემბერს ნათელი გახდა, რომ ფაშისტები მარცხენა ნაპირის უკრაინას ვერ შეინარჩუნებდნენ. „გერმანელები აშკარად გაიქცნენ და ამასთან, თავიანთ მარაგებს ტოვებდნენ“, — განაგრძო ექსპერტმა.
„1943 წლის აგვისტოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში სატანკო არმიები (შემტევი წითელი არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა) უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის რეზერვში გადაიყვანეს შესავსებად. მხოლოდ 20 სექტემბერს ჩაერთო ბრძოლებში მე-3 სატანკო არმია. საწვავის ნაკლებობამ, ნორმალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არარსებობამ და თავსხმა წვიმებმა გამოიწვია ის, რომ საარტილერიო შენაერთების ნაწილი მოწინავე ხაზს 50-150 კმ-ით ჩამორჩა. სააეროდრომო ქსელის გაშლის პრობლემების გამო ავიაცია ვერ ახერხებდა საბრძოლო მუშაობის იმავე ინტენსივობით წარმოებას. წითელი არმიის მოწინავე ნაწილები დნეპრს საშტატო გადასასვლელი საშუალებების გარეშე უახლოვდებოდნენ. თითქოს ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მდინარის ფორსირების მცდელობები კრახით დასრულდებოდა. თუმცა, სარდლობის კომპეტენტურმა ქმედებებმა და რიგითი შემადგენლობის თავგანწირვამ თითქმის სასწაულის მოხდენის საშუალება შექმნა“, — განუცხადა RT-ს გამარჯვების მუზეუმის სწავლულმა მდივანმა სერგეი ბელოვმა.
წითელმა არმიამ ვერ მოასწრო გერმანელების დნეპრიდან მოწყვეტა, მაგრამ არც ფაშისტებს ეყოთ დრო, რომ სათანადოდ გამაგრებულიყვნენ. 21 სექტემბერს საბჭოთა ჯარებმა დნეპრთან ჩერნობილის რაიონში გაარღვიეს, 23-ში პოლტავის ჰიტლერული გარნიზონი განადგურდა, ხოლო თვის ბოლოსთვის წითელი არმია პრაქტიკულად ყველგან გავიდა უკრაინის უდიდესი მდინარის ნაპირზე.

საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი კიროვოგრადის ოლქში, უკრაინა
საბჭოთა სარდლობას მოქმედების ორი ვარიანტი ჰქონდა: ჩაეტარებინა ხანგრძლივი ოპერაცია, რითაც გერმანელებს გამაგრების საშუალებას მისცემდა, ან მოეხდინა მდინარის ფორსირება დაუყოვნებლივ, „ხელთ არსებული საშუალებებით“, როგორიცაა ნაჩქარევად აგებული ტივები. მეორე ვარიანტზე შეჩერდნენ. უკვე 22 სექტემბერს პირველი პლაცდარმი პრიპიატის რაიონში იქნა მოპოვებული. 24 და 28 სექტემბერს საბჭოთა ჯარები მარჯვენა ნაპირზე გამაგრდნენ დნეპროძერჟინსკისა და კრემენჩუგის რაიონებში. იმისთვის, რომ ჰიტლერელებს გადასვლისთვის ხელის შეშლის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონოდათ, საბჭოთა სარდლობა ცრუ პლაცდარმებს ქმნიდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მდინარის ფორსირება და მისი მაღალი მარჯვენა ნაპირის შტურმი საშინელი გამოცდა იყო.
1943 წლის ოქტომბერში საბჭოთა ჯარები სამხრეთიდან დარტყმებით ორჯერ შეეცადნენ კიევის აღებას, მაგრამ ნაცისტებმა უკრაინის დედაქალაქის შენარჩუნება შეძლეს. მაშინ სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოწინააღმდეგისთვის დეზინფორმაცია მიეწოდებინა და მკაცრი საიდუმლოების პირობებში ჯარები ქალაქის ჩრდილოეთით, ლუტეჟის პლაცდარმზე გადაისროლა. ჩანაფიქრმა გაამართლა.
1943 წლის 6 ნოემბერს უკრაინის სსრ-ის დედაქალაქი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.
ნაცისტები უშედეგოდ ცდილობდნენ კონტრშეტევას, მაგრამ წლის ბოლოსთვის მათ უკან დახევა მოუწიათ. 1943 წლის 23 დეკემბერს ბრძოლა დნეპრისთვის დასრულდა.
უკრაინის ხსნა
„უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის გათავისუფლების ოპერაციის დასაწყისში ჩართულნი იყვნენ ყველა მოკავშირე რესპუბლიკის წარმომადგენლები, და უპირველეს ყოვლისა — რსფსრ-ის. ისინი, ვინც არმიაში უკრაინის სსრ-ის ტერიტორიიდან 1941 წელს გაიწვიეს, სამწუხაროდ მწყობრში ცოტანი დარჩნენ, ხოლო უკრაინელი ახალგაზრდობა, რომლის გერმანიაში გაყვანაც ჯერ ვერ მოესწროთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდა“, — აღნიშნა იური კნუტოვმა.

კიევის მცხოვრებლები ფაშისტებისგან გათავისუფლებული ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ასუფთავებენ. დიდი სამამულო ომი, 1941-1945 წლები, 1943 წლის ნოემბერი
ალექსეი ისაევის თქმით, დღეს უკრაინაში შავი მითები დადის იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა მისი გათავისუფლება. „ყვებიან ისტორიებს აგურის ნატეხებზე, რომლებითაც თითქოს „აიარაღებდნენ“ ახალგაზრდებს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, სანამ მათ ბრძოლაში გაუშვებდნენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდი სისულელეა. არმიას ობიექტურად სჭირდებოდა შევსება, და ეს მხოლოდ უკრაინის სსრ-ს არ ეხებოდა. ვორონეჟის ფრონტი, მაგალითად ნახევრად იყო დაკომპლექტებული გაწვეულებით, რომლებიც მანამდე ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ. უკრაინაში ახალგაზრდებს სათადარიგო პოლკებში იწვევდნენ, წვრთნიდნენ და მხოლოდ შემდეგ უშვებდნენ ბრძოლაში. აგურის ნატეხებით დნეპრს ვერავინ გადალახავდა“, — ხაზი გაუსვა ექსპერტმა.
საბჭოთა ჯარების წარმატებული ქმედებები უკრაინისთვის ნამდვილ ხსნად იქცა. ოკუპაციის პერიოდში მას უზარმაზარი ზიანი მიადგა.
სიკვდილით დასჯით, შიმშილითა და არსებობისთვის შეუძლებელი პირობების შექმნით ჰიტლერელებმა ორ წელიწადში 8-დან 10 მილიონამდე უკრაინის სსრ-ის მცხოვრები მოკლეს, დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი მონობაში გაიყვანეს. ნაცისტებმა გაანადგურეს 714 უკრაინული ქალაქი და დაბა, 28 ათასი სოფელი, 16 ათასზე მეტი ქარხანა და ფაბრიკა.
ბრძოლამ დნეპრისთვის საკვანძო როლი ითამაშა უკრაინის გათავისუფლების პროცესში. „ეს საშინელი გამოცდა იყო, პლაცდარმების დაუფლება და შენარჩუნება უმძიმეს პირობებში გვიწევდა, მაგრამ წითელ არმიაში ესმოდათ, რომ თუ დნეპრს მტრის კვალდაკვალ არ გადავიდოდით, ის შეძლებდა გამაგრებას და თავისი პირობების კარნახს შეეცდებოდა. ამიტომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ნაცისტებისთვის ამ გეგმების განხორციელებაში ხელი შეეშალათ.
დნეპრზე ბრძოლისთვის საბჭოთა კავშირის გმირის რეკორდული რაოდენობის წოდება გაიცა — 2 ათასზე მეტი. ტყუილად არ გაჩენილა მაშინ ფრთიანი გამოთქმა: „დნეპრი — გმირების მდინარეა““, — განაცხადა ალექსეი ისაევმა.
იური კნუტოვის თქმით, თანამედროვე უკრაინის ხელმძღვანელობა ცდილობს, არ გაიხსენოს მისთვის მოუხერხებელი თარიღები, რომლებიც უკრაინის სსრ-ის ნაცისტებისგან გათავისუფლების დაწყებას უკავშირდება. „ხარკოვის გათავისუფლების 75-ე წლისთავი, რომლითაც ფაქტობრივად დაიწყო მთელი უკრაინის გათავისუფლება, კიევში პრაქტიკულად ვერ შეამჩნიეს, სამაგიეროდ მეორე დღეს უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სამხედრო ტექნიკის აღლუმი გაიმართა, რომელიც ჰიტლერულ ჯვრებთან მტკივნეულად მიმსგავსებული ჯვრებით იყო მორთული. ეს ნამდვილი სირცხვილია“, — დაასკვნა ექსპერტმა.
75 лет назад советские войска освободили Харьков и начали Битву за Днепр — одно из крупнейших сражений Великой Отечественной войны и самую масштабную в истории войн операцию по форсированию водного рубежа. Население освобождённых городов и сёл горячо приветствовало советских солдат — к тому моменту от рук нацистских оккупантов и их пособников из числа местных националистов уже погибли миллионы жителей УССР. По словам экспертов, освобождали левобережную Украину выходцы из всех республик СССР, и в первую очередь — из РСФСР. О том, как Днепр стал «рекой героев», — в материале RT.
В начале 1940-х годов Харьков являлся одним из крупнейших промышленных и научных центров всего Советского Союза. Хотя в 1934 году город формально утратил статус столицы УССР, вплоть до начала войны в нём продолжал действовать целый ряд республиканских учреждений. Именно здесь в 1923 году впервые в СССР учёным удалось расщепить ядро атома, в бывшей столице республики был построен Дом Государственной промышленности, считающийся первым советским небоскрёбом, а Харьковский тракторный завод был одним из крупнейших машиностроительных предприятий в стране.
Харьков в огне
После бомбёжки Киева Харьков оказался основной мишенью гитлеровцев на южном направлении. Советские войска отчаянно обороняли город, но силы оказались неравными, и 24—25 октября 1941 года Харьков пал.
После прихода немецких войск в городе был установлен жестокий оккупационный режим. Из-за близости к фронту в Харькове не было создано даже подобия гражданской вертикали власти — действовало военное управление. Нацисты не смогли добиться лояльности со стороны местного населения и не доверяли ему, поэтому стали завозить в Харьков членов ОУН–УПА* с Западной Украины, из которых сформировали карательную вспомогательную полицию. Возглавил её оуновец Конык, устраивавший для морального давления на местное население парады полицаев под звуки «Ще не вмерла Украина».
С первых же дней оккупации гитлеровцы и их пособники из ОУН начали массовое уничтожение харьковчан. В первую очередь убивали евреев и тех, кого считали «советскими активистами», затем — заложников и «нарушителей» установленного оккупантами режима.
У населения отбирали продукты питания, из-за чего в городе возник искусственный голод. Люди массово бежали в окрестные сёла, но и это чаще всего не помогало. Общее количество жертв нацистов (как казнённых, так и погибших от голода и лишений) среди жителей Харькова и его округи достигло, по некоторым данным, 280 тыс. Значительное количество населения было вывезено на принудительные работы в Германию.
Учитывая то, что город был оккупирован сравнительно поздно, советские власти успели перед отходом сформировать мощное подполье, которое за два года уничтожило порядка 23 тыс. оккупантов, взорвало 21 вражеский эшелон и разгромило четыре гитлеровских штаба.
Из-за относительной близости Харькова к фронту советские войска предприняли несколько попыток отбить город, и в феврале 1943-го им это даже на время удалось, но гитлеровцы ещё на полгода смогли вернуть себе первую столицу Украины.
Белгородско-Харьковская операция
Успехи, достигнутые советскими войсками летом 1943 года в ходе Курской битвы, позволили Красной армии приступить к её завершающей операции — Белгородско-Харьковской, известной под кодовым названием «Полководец Румянцев». Операция началась 3 августа, 5 августа советские войска вышли к Белгороду и к вечеру того же дня полностью освободили город от врага. Однако в дальнейшем им пришлось столкнуться с серьёзным противостоянием гитлеровцев.
«При наступлении на Харьков красноармейцы встретили ожесточённое сопротивление со стороны нацистов. Гитлер видел в Харькове не только индустриальный центр, но и политический символ и поэтому требовал от своих солдат держать его до последнего. В город в спешном порядке были переброшены гитлеровские танковые дивизии из Донбасса. Однако советское наступление хоть и замедлилось, но не остановилось», — рассказал в беседе с RT военный историк Юрий Кнутов.
13 августа советские войска прорвали внешнюю оборонительную линию Харькова, а 17-го уже бились с врагом на окраинах первой столицы УССР. В начале 20-х чисел августа большая часть дорог для отступления гитлеровцев были отрезаны.
«Оставалась только одна дорога отхода. Существует мнение, что её также могли перерезать, но не сделали этого специально. Харьков — крупный город, и в нём находилась мощная группировка противника. Поэтому часть историков предполагают, что ради скорейшего освобождения первой столицы Украины часть нацистской группировки решили не уничтожать, а вытеснить из города. Мне эта версия видится вполне состоятельной», — отметил Юрий Кнутов.
Генеральный штурм Харькова начался в ночь на 23 августа, и к рассвету город был освобождён. Правда, враг засел в южных пригородах и пытался контратаковать. Окончательно изгнать гитлеровцев удалось только 30 августа. Но всё же именно 23 августа 1943 года считается днём освобождения Харькова, днём города и днём окончательного завершения Курской битвы.
К этому времени из более чем миллионного населения в Харькове осталось всего 190 тыс. человек. Центр был уничтожен полностью — после Сталинграда Харьков считается наиболее пострадавшим от войны крупным населённым пунктом в СССР. Причём причиной разрушений были не только бои — многие учреждения и предприятия нацисты перед отступлением уничтожили намеренно.
Битва за Днепр
«Успех советских войск в Битве на Курской дуге выбил из рук нацистов подвижные соединения, которые позволили бы им вести подвижную оборону, и немцы попытались построить мощные укрепления на Днепре, которые должны были стать частью Восточного вала. Если бы гитлеровцам удалось реализовать свой замысел в полной мере, советским войскам пришлось бы умыться там кровью», — рассказал в беседе с RT историк и писатель Алексей Исаев.
26 августа 1943 года советские войска устремились в сторону Днепра по всему фронту. Отступая, гитлеровцы прибегли к так называемой тактике выжженной земли.
«По приказу командующего группой армий «Юг» Эриха фон Манштейна нацисты расстреливали мирное население, сжигали сёла, угоняли скот в полосе шириной в десятки километров от Днепра. В Донбассе всех жителей — от младенцев до стариков — убивали и сбрасывали в шахты. Манштейн потом пытался оправдать себя в книгах, которые писал, но в них полно лжи. Он — военный преступник», — подчеркнул Юрий Кнутов.
15 сентября 1943 года стало ясно, что фашистам не удержаться на Левобережной Украине. «Немцы откровенно побежали, бросая при этом свои запасы», — продолжил эксперт.
«В августе и первой половине сентября 1943 года танковые армии (главная ударная сила наступающей Красной армии) были выведены в резерв Ставки ВГК на доукомплектование. Лишь 20 сентября к боям подключилась 3-я танковая армия. Нехватка горючего, отсутствие нормальной транспортной инфраструктуры и проливные дожди привели к тому, что часть артиллерийских соединений отстала от передового края на 50—150 км. Из-за проблем с развёртыванием аэродромной сети авиация не могла вести боевую работу с прежней интенсивностью. Передовые части Красной армии выходили к Днепру, не имея табельных переправочных средств. Казалось бы, всё указывало на то, что попытки форсировать реку закончатся провалом. Однако грамотные действия командования и самоотверженность рядового состава позволили сотворить почти чудо», — рассказал в беседе с RT учёный секретарь Музея Победы Сергей Белов.
Красная армия не успела отрезать немцев от Днепра, но и у фашистов не хватило времени укрепиться как следует. 21 сентября советские войска прорвались к Днепру в районе Чернобыля, 23-го был уничтожен гитлеровский гарнизон Полтавы, а к концу месяца Красная армия практически повсеместно вышла на берег самой большой реки Украины.
У советского командования было два варианта действий: проводить долгоиграющую операцию, позволив немцам укрепиться, или форсировать реку с ходу на «подручных средствах» вроде наспех построенных плотов. Остановились на втором варианте. Уже 22 сентября был завоёван первый плацдарм в районе Припяти. 24 и 28 сентября советские войска закрепились на правом берегу в районе Днепродзержинска и Кременчуга. Чтобы у гитлеровцев было меньше возможностей помешать переправе, советское командование создавало ложные плацдармы. Однако в любом случае форсировать реку и штурмовать её высокий правый берег было страшным испытанием.
В октябре 1943 года советские войска ударами с юга дважды пытались взять Киев, но нацистам удалось удержать украинскую столицу. Тогда командование приняло решение дезинформировать противника и в условиях строгой секретности перебросило войска на Лютежский плацдарм к северу от города. Замысел удался.
6 ноября 1943 года столица УССР была освобождена от оккупантов.
Нацисты безуспешно пытались контратаковать, но к концу года им пришлось отступить. 23 декабря 1943 года Битва за Днепр завершилась.
Спасение Украины
«Следует отметить, что в начале операции по освобождению Украины были задействованы представители всех союзных республик, и в первую очередь — РСФСР. Тех, кто был призван в армию с территории УССР в 1941 году, к сожалению, в строю осталось немного, а украинская молодёжь, которую ещё не успели угнать в Германию, жила на оккупированных территориях», — отметил Юрий Кнутов.
По словам Алексея Исаева, сегодня на Украине ходят чёрные мифы о том, как происходило её освобождение.
«Рассказывают истории о половинках кирпича, которыми якобы «вооружали» молодых людей на освобождённых территориях перед тем, как отправить их в бой. Всё это, конечно, большая глупость. Армии объективно требовалось пополнение, и это касалось не только УССР. Воронежский фронт был, например, наполовину укомплектован призывниками, жившими ранее под оккупацией. На Украине молодёжь призывали в запасные полки, обучали и только потом отправляли в бой. С половинками кирпича никто бы Днепр не форсировал», — подчеркнул эксперт.
Успешные действия советских войск стали настоящим спасением для Украины. За время оккупации ей был нанесён огромный ущерб.
Казнями, голодом и созданием невозможных для существования условий гитлеровцы за два года убили от 8 млн до 10 млн жителей УССР, около 3 млн человек были угнаны в рабство. Нацистами было уничтожено 714 украинских городов и посёлков, 28 тыс. сёл, свыше 16 тыс. заводов и фабрик.
Битва за Днепр сыграла ключевую роль в процессе освобождения Украины. «Это было страшное испытание, захватывать и удерживать плацдармы приходилось в тяжелейших условиях, но в Красной армии понимали, что если не ворваться за Днепр по пятам противника, то он сможет укрепиться и будет пытаться диктовать свои условия. Поэтому было сделано всё возможное, чтобы помешать нацистам в осуществлении этих планов.
За Битву за Днепр было присвоено рекордное количество званий Героя Советского Союза — свыше 2 тыс. Не зря тогда появилось крылатое выражение: «Днепр — река героев», — рассказал Алексей Исаев.
По словам Юрия Кнутова, современное украинское руководство старается не вспоминать о неудобных для него датах, связанных с началом освобождения УССР от нацистов. «75-летие освобождения Харькова, с которого фактически началось освобождение всей Украины, в Киеве практически не заметили, зато на следующий день по центру украинской столицы прошёл парад боевой техники, украшенной крестами, до боли напоминающими гитлеровские. Это настоящий позор», — заключил эксперт.
