საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომი რამდენიმე ეტაპად იყოფა. ვამახვილებთ მკითხველის ყურადღებას, რომ ქვემოთ მოცემული ეტაპებად დაყოფა დიდი სამამულო ომისა საკუთარია, ავტორისეული და არ არის სავალდებულო.
პირველი ეტაპია ფაშისტური კოალიციის ჯარების სწრაფი, თითქმის შეუჩერებელი წინსვლა აღმოსავლეთის მიმართულებით, საბჭოთა კავშირის მთელი დასავლეთის საზღვრის გაყოლებაზე. სულ რაღაც ხუთ თვეზე ცოტა მეტი ხნის მანძილზე გერმანელები მოსკოვის მისადგომებთან აღმოჩნდნენ, ხოლო ქვეყნის სიდიდით და მნიშვნელობით მეორე ქალაქი ლენინგრადი ალყაში მოაქციეს. ომის ეს ეტაპი ფაშისტური კოალიციის ჯარების თავდასხმის დღიდან – 1941 წლის 22 ივნისიდან, მოსკოვთან წითელი არმიის კონტრშეტევაზე გადასვლის დღემდე, ე. ი. იმავე 1941 წლის 5 დეკემბრამდე, გაგრძელდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში საბჭოთა ჯარებმა შეძლეს გერმანელების შეჩერება მოსკოვთან დაახლოებით 25-35 კილომეტრის მანძილზე, ხოლო 5-6 დეკემბერს ძლიერი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელმაც გერმანელებს წაართვა შესაძლებლობა, მოსკოვს დაუფლებოდნენ და ისინი ერთი-ორი ასეული კილომეტრით უკუგდებულნი იქნენ.
მეორე ეტაპი მოსკოვის ბრძოლებიდან მოყოლებული, 1942 წლის ივნის-ივლისამდე შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც საბჭოთა ჯარები უზარმაზარი ფრონტის ბევრ მონაკვეთზე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ, ფაშისტები კი ამ კონტრშეტევებს, რაც დრო გადიოდა, უფრო ენერგიულად პასუხობდნენ.
მესამე ეტაპი დადგა, როდესაც 1942 წლის ივლისში, გერმანელებმა ფართომასშტაბიანი იერიში წამოიწყეს სტალინგრადისა და კავკასიის მიმართულებით. ეს ეტაპი დასრულებულად 1942 წლის 19 ნოემბერს შეიძლება, მივიჩნიოთ, როდესაც სტალინგრადისთვის წამოებულ ბრძოლებში საბჭოთა ჯარების თავდაცვითი ომები დასრულდა და ისინი თავდაცვიდან გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ, რომელიც კიდევ ორთვენახევარი გაგრძელდა და მას ფრონტის ხაზის მნიშვნელოვანი გადაწევა მოჰყვა დასავლეთით, მათ შორის, მოიხსნა ლენინგრადის ბლოკადა (1943 წლის იანვარში). ეს ეტაპი 1943 წლის 5 ივლისამდე გაგრძელდა, როდესაც დაიწყო ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა კურსკის შვერილის გამო და ეს ორთვიანი ბრძოლა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა.
მეოთხე ეტაპად, კურსკის ბრძოლების დაწყება და მას მოყოლილი დნეპრის ფორსირების ოპერაციები უნდა მივიჩნიოთ, ე. ი. 1943 წლის ივლისიდან 1943 წლის დეკემბრამდე.
მეხუთე ეტაპი ომში 1944 წელს დადგა, როდესაც საბჭოთა არმიამ, წლის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ათი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს. წლის პირველ ნახევარში მოხდა ლენინგრადის ოლქის, დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინის, ყირიმისა და ოდესის, კარელიის დიდი ნაწილის, ბელორუსიის, ლიტვის ნაწილის გათავისუფლება. ამრიგად, მტრის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების უმეტესი ფართობი 1944 წლის ივნის-ივლისში უკვე გათავისუფლებული იყო და საბჭოთა ჯარისკაცმა პოლონეთისა და საკუთრივ გერმანიის საზღვარიც გადაკვეთა აღმოსავლეთ პრუსიაში (პარალელურად, 1944 წლის ივნისის დასაწყისში, ამერიკული და ბრიტანული ჯარები ხსნიან მეორე ფრონტს ჰიტლერის წინააღმდეგ ჩრდილოეთ საფრანგეთში – ნორმანდიაში). ივლისიდან წლის ბოლომდე გათავისუფლდა მოლდავეთი და ბალტიისპირეთი; საბჭოთა კავშირის მთელი ტერიტორია გაიწმინდა ფაშისტი აგრესორებისაგან, საბჭოთა არმიის წარმატებების შედეგად, გერმანიას გადაუდგნენ აწ უკვე ყოფილი მოკავშირეები: რუმინეთი და ბულგარეთი (აგვისტო), ფინეთი (სექტემბერი) და უნგრეთი (ოქტომბერი). დადგა ჯერი ევროპის გათავისუფლებისა.
მეექვსე, ომის დამაგვირგვინებელი ეტაპი, 1945 წლის იანვარში დადგა, ვარშავის ოპერაციის დაწყებით და გაგრძელდა გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის ხელმოწერის მომენტამდე, 1945 წლის 9 მაისს.
ეს დაყოფა დიდი სამამულო ომისა ეტაპებად პირობითია, შეიძლება მისი სხვაგვარად წარმოდგენაც, მაგრამ ცალსახაა, რომ სტრატეგიული სამხედრო უპირატესობა გერმანიის მხარეს იყო 1941 და 1942 წლებში, რომელიც საბჭოთა კავშირმა იგდო ხელთ 1942/1943 წლების მიჯნაზე და ამ უპირატესობას ომის ბოლომდე ფლობდა.
წყარო: გულბაათ რცხილაძე, “დიდი სამამულო ომი 1941-1945. ცნობარი” (თბილისი, 2022 წ.).
* * *
Великая Отечественная война Советского Союза делится на несколько этапов. Обращаем внимание читателя, что приведённое ниже разделение Великой Отечественной войны на этапы является нашим собственным, авторским, и не является обязательным.
Первый этап – это стремительное, практически неудержимое продвижение войск фашистской коалиции на восток, вдоль всей западной границы Советского Союза. Чуть более чем через пять месяцев немцы оказались на подступах к Москве и окружили Ленинград, второй по величине и значению город страны. Этот этап войны длился со дня нападения войск фашистской коалиции — 22 июня 1941 года, до дня перехода Красной Армии в контрнаступление под Москвой, т.е. до 5 декабря 1941 года. В середине октября советским войскам удалось остановить немцев на расстоянии около 25–35 километров от Москвы, а 5–6 декабря они нанесли мощный контрудар, лишивший немцев возможности захватить Москву и отбросивший их на сто–две сотни километров.
Вторым этапом можно считать период от боев за Москву до июня–июля 1942 года, когда советские войска наносили контрудары на многих участках обширного фронта, а фашисты со временем всё энергичнее отвечали на эти контратаки.
Третий этап наступил, когда в июле 1942 года немцы начали масштабное наступление в направлении Сталинграда и Кавказа. Этот этап можно считать завершённым 19 ноября 1942 года, когда оборонительные бои советских войск в битве за Сталинград завершились и они перешли от обороны к решительному наступлению, которое продолжалось ещё два с половиной месяца и сопровождалось значительным смещением линии фронта на запад, включая снятие блокады Ленинграда (в январе 1943 года). Этот этап продолжался до 5 июля 1943 года, когда началось крупнейшее в истории танковое сражение на Курской дуге, завершившееся победой Советского Союза.
Четвёртым этапом следует считать начало Курских сражений и последовавших за ними операций по форсированию Днепра, т.е. с июля 1943 года по декабрь 1943 года.
Пятый этап войны наступил в 1944 году, когда Советская армия, шаг за шагом, в течение года нанесла врагу десять сокрушительных ударов. В первой половине года были освобождены Ленинградская область, Правобережная Украина, Крым и Одесса, значительная часть Карелии, Белоруссии и часть Литвы. Таким образом, большая часть оккупированных врагом территорий была освобождена уже в июне-июле 1944 года, а советские солдаты перешли границу Польши и самой Германии в Восточную Пруссию (параллельно, в начале июня 1944 года, американские и британские войска открыли второй фронт против Гитлера на севере Франции – в Нормандии). С июля до конца года были освобождены Молдавия и Прибалтика; вся территория Советского Союза была очищена от фашистских захватчиков, в результате успехов Советской армии капитулировали бывшие союзники Германии: Румыния и Болгария (август), Финляндия (сентябрь) и Венгрия (октябрь). Настало время освобождать Европу.
Шестой, завершающий этап войны, начался в январе 1945 года с началом Варшавской операции и продолжался до момента подписания Германией Акта о безоговорочной капитуляции 9 мая 1945 года.
Данное деление Великой Отечественной войны на этапы условно, его можно представлять по-разному, но очевидно, что военно-стратегическое преимущество в 1941 и 1942 годах было на стороне Германии, которое Советский Союз перехватил на рубеже 1942/1943 годов и сохранил до конца войны.
Источник: Гулбаат Рцхиладзе, “Великая Отечественная Война 1941-1945. Справочник” (Тбилиси, 2022 г.).


