აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია დაიბადა 1914 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში. სკკპ წევრი. არტილერისტი, კადრის ოფიცერი, დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს - მდინარე პრუტის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. მონაწილეობდა ომში იაპონელ მილიტარისტთა წინააღმდეგ.გარდაიცვალა 1975 წელს.1944 წლის აგვისტოს ბოლოს გვარდიის მაიორი აკაკი ბუკია მსახურობდა მე-5 მექანიზებული დნესტრის კორპუსის საარტილერიო პოლკში. მაიორმა ბუკიამ პირველმა მოახდინა მდინარე პრუტის ფორს...