ლევ გრიგოლის ძე ზაცეპა დაიბადა 1916 წელს თბილისში, მუშის ოჯახში. დაამთავრა სკოლის შვიდწლედი და საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებელი, მუშაობდა დურგლად. ჯარში 1936 წელს, თბილისის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია. გახდა მფრინავი, კადრის ოფიცერი, შევიდა სკკპ რიგებში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის მეორე ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 23 თებერვალს - საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებისათვის. გარდაიცვალა 1996 წლის 22 ნოემბერს ქ. ლუცკში (უკრაინა), სადაც იგი 1960 წლი...