დაიბადა 1919 წელს სოფელ ჩიფტ-ქილისაში, წალკის რაიონი. სკოლაში თბილისში დადიოდა. 1939 წელს კი ჯარში გაიწვიეს, თბილისის სამხედრო კომისარიატის მეშვეობით. იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთის, კალინინის, დასავლეთის, 1-ლ ბალტიისპირა, მე-3 ბელორუსულ ფრონტებზე. ოთხჯერ იყო დაჭრილი, მაგრამ ოთხჯერვე მწყობრში ჩადგა და ბრძოლა განაგრძო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორი ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს. გარდაიცვალა 1995 წელს ერევანში.აშოტ კაზარიანი ტანკისტი გახლდათ, თავისი ბრძოლისუნარიანობა წალკელმა მებრძოლმა განსაკუთრებით 19...