• ცნობარი

ივნ 9, 2021

ლურსმანაშვილი ვლადიმერ სამსონის ძე

საბჭოთა მეომრების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებაზე, მათ იდეურ შთაგონებაზე, პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებლები პოლიტიკური მუშაკები, ე. წ. პოლიტრუკები. ვლადიმერ ლურსმანაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტმუშაკი იყო ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ წითელ არმიაში. იგი არა იმდენად სიტყვით, არამედ პირადი მამაცობითა და გმირობით აძლევდა მაგალითს ჯარისკაცებს.დაიბადა 1909 წლის 13 დეკემბერს ხარაგაულის რ-ნის სოფ. ჩხერში. 1928 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, თუმცა უკვე მანამდე კომკავშირის წევრი იყო (სკკპ-ში გაწევრიანდა 1940 წელს). 1935 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1941 წლის მობილიზაციის შემდეგ, ფრონტზე მოგვიანებით, ...

ივნ 9, 2021

ლიტვინჩუკი ბორის მიხეილის ძე

პატარა აზერბაიჯანულ სოფელ აჯიქაბულში 1917 წლის 1-ლ ივნისს დაბადებული ბორის ლიტვინჩუკი მშობლებმა იმავე წელს თბილისში გადმოიყვანეს. ბორისი თბილისში გაიზარდა, დაამთავრა სასკოლო შვიდწლედი და შემდეგ თბილისის მანქანათშემკეთებელ ქარხანაში მჩარხავად მუშაობდა. კიდევ  უფრო მოგვიანებით ბათუმის აეროკლუბი დაამთავრა, რაც მისი სამხედრო მფრინავის კარიერის საფუძველი გახდა.ჯარში გაწვევის შემდეგ, 1938 წელს, დაასრულა მფრინავთა კურსი ეისკის მფრინავთა სამხედრო-საზღვაო საავიაციო სკოლაში. ფრონტზე ომის დასაწყისში, 1941 წლის ივნისში გაიწვიეს.1944 წლის აპრილისათვის კაპიტანი ბორის ლიტვინჩუკი შავი ზღვის ფლოტის 1-ლი მნა...

ივნ 3, 2021

ლეჟავა ვახტანგ აკაკის ძე

თბილისში 1923 წელს დაბადებული ვახტანგ ლეჟავა, კომკავშირის წევრი, 1941 წელს თბილისის სამხედრო ქვეითთა სასწავლებლის კურსდამთავრებული, გვარდიის ლეიტენანტის წოდებით, მოხალისედ ჩაირიცხა წითელი არმიის რიგებში, როგორც კი დიდი სამამულო ომის დაწყება გამოცხადდა. ლეჟავა კარგად  იყო მომზადებული ფიზიკურად, სასკოლო ათწლედის დამთავრების შემდეგ იგი ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა.ფრონტზე მოქმედ არმიაში ლეჟავა მოგვიანებით, 1942 წლის იანვარში გაიგზავნა. იბრძოდა 45-ე (1943 წლის მარტიდან - 74-ე გვარდიულ) მსროლელ დივიზიაში სამხრეთ-დასავლეთის, ბრიანსკის, სტალინგრადის, დონის, ისევ სამხრეთ-დასავლეთის, მე-3 უ...

ივნ 3, 2021

ლელაძე გიორგი დავითის ძე

დაიბადა 1919 წლის 16 ნოემბერს თერჯოლის რ-ნის სოფ. საზანოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1938 წელს, მოსკოვში გადავიდა სასწავლებლად, სადაც არქიტექტორულ ინსტიტუტში მოეწყო. 1942 წელს გახდა სკკპ წევრი.1941 წლის ივნისში გიორგი ლელაძე მობილიზებულ იქნა მოსკოვის მისადგომებთან გასამაგრებელი ნაგებობების მოსაწყობად, ხოლო აგვისტოში გაიწვიეს წითელ არმიაში - სამხედრო სასწავლებელში. 1942 წელს ვლადიმირის სამხედრო ქვეითთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მაისიდან, ფრონტზე გაგზავნეს, სადაც 1945 წლის ჩათვლით იბრძოდა, მე-15 მსროლელი დივიზიის 321-ე  მსროლელი პოლკის შემადგენლობაში. კურსკის შვერილზე წარმოებ...

ივნ 1, 2021

კოტანოვი თევდორე ევგენის ძე

ეროვნებით ბერძენი თევდორე (ფოტის) კოტანოვი მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში, წალკის რაიონის სოფელ ნეონ-ხარობაში (ქართულად - ახალი ხარება) დაიბადა 1914 წლის 4 აპრილს. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ, შავ მუშად მუშაობდა. 1928 წლიდან ბაქოშია, სადაც ქვეითთა სკოლა დაამთავრა (1933 წ.). იმავე წელს სომხეთში, ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი), მე-3 მსროლელ დივიზიაში დაიწყო მსახურობა, სადაც დაიწყო სამხედრო კარიერაში წინ წაწევა; 1936 წელს გადაისროლეს შორეულ აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის ფლოტის სანაპირო ჯარების შემადგენლობაში, მაგრამ 1938 წლის ზაფხულში შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს „კონტრრევო...

ივნ 1, 2021

კოპცოვი ვასილი ალექსანდრეს ძე

ტიფლისში 1904 წლის 1-ლ იანვარს უბრალო მუშის ოჯახში დაბადებული ვასილი კოპცოვი დიდ სამამულო ომში 1941 წელს უკვე საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით ჩაება. გმირობის გამოვლენა მან 1939 წელს, იაპონელი აგრესორების წინააღმდეგ მონღოლეთში, მდ. ხალხინ-გოლის მიდამოებში მოასწრო.1939 წლის 22 აგვისტოს კოპცოვი, მე-6 მსუბუქი სატანკო ბატალიონის (მოგვიანებით ბრიგადად გადაკეთდა) მეთაურის რანგში, წინ გაუძღვა ბატალიონს შეტევაზე და მოწინააღმდეგის ძალების განადგურების შემდეგ, პირველი გავიდა მდინარე ხალეისტინ-გოლის ხეობაში, რითაც მოწინააღმდეგეს უკან დასახევი გზები მოუჭრა. კოპცოვის ჩასაფრებული ტანკები მუსრს ავლებდნენ ი...

მაი 19, 2021

კოზონოვი სარდიონ დავითის ძე

სიამაყის და, იმავდროულად, სირცხვილის გრძნობა ერთდროულად შეიძლება დაეუფლოს ქართველ ადამიანს სარდიონ კოზონოვის გახსენებისას: სიამაყის იმიტომ, რომ ეს ადამიანი საქართველოში (ქარელის რაიონის სოფ. უკანაანთუბანი) დაიბადა (1911 წლის 14 იანვარს), გაიზარდა და ცხოვრობდა; ხოლო სირცხვილი არის ის, რომ ეს გმირი ადამიანი, რომელმაც პირადად უმაღლესი მთავარსარდლის - სტალინის მადლობა დაიმსახურა, 1991 წელს ლტოლვილად იქცა და სიცოცხლე  ქ. ვლადიკავკაზში დაასრულა (1994 წლის 17 დეკემბერს).მშვიდობიანი გლეხკაცი, კოლმეურნეობის ბრიგადირი სარდიონ კოზონოვი ომში ქარელის რაიონული სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს 1941 წლის ი...

მაი 19, 2021

კობერიძე ერმალოზ გრიგოლის ძე

დაიბადა სოფ. ცხმორში (ონის რ-ნი) გლეხის ოჯახში, 1904 წლის 2 აპრილს. საშუალო განათლების მიღებისა და უბრალო მუშად მუშაობის შემდეგ, წითელი არმიის რიგებში შევიდა 1922 წელს. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი საბჭოთა კავშირის გმირი გახდებოდა, გენერალ-მაიორის რანგში...1926 წელს დაასრულა კრემლის გაერთიანებული სამხედრო სკოლა, მსახურობდა ქვეითად. 1933 წლიდან შინაგან ჯარებში, მე-13 და მე-5 მოტომსროლელ პოლკებში მსახურობდა. 1940 წელს იმავე შინსახკომის 1-ლ ოპერატიულ პოლკში იყო. დიდ სამამულო ომში 1941 წლის ივნისიდანვე ჩაერთო.1942 წლის აპრილიდან მეთაურობდა 117-ე მსროლელ დივიზიას, რომელიც კალინ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება