ბაქრაძე დავით ილიას ძე
დავით ილიას ძე ბაქრაძე დაიბადა 1912 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ბორში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 7 აგვისტოს - პარტიზანულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. გარდაიცვალა 1977 წელს.
1941 წლის დეკემბრის ბოლოს არტილერისტი ბაქრაძე ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა და ტყვეთა ბანაკში გაამწესეს. 1942 წლის აგვისტოში ბაქრაძემ გაქცევის გეგმა მოამზადა და 30 საბჭოთა მებრძოლთან ერთა, ეს გეგმა წარმატებით განახორციელა. გათავისუფლებული მებრძოლები ბრიანსკის ტყეებშ შეუერთდნენ ს. ა. კოვპაკის 1-ლ უკრაინულ პარტიზანულ დივიზიას და ბრძლებშ ჩაერთვნენ. რიგითი პარტიზანი ბაქრაძე, თავისი ვაჟკაცობიდან გამომდინარე, მალე გახდა რაზმის მეთაური. 1943 წლის ზაფხულში მისმა რაზმმა გაანადგურა SS-ის ჯარების პოლკი.
ორი წლის მანძილზე დ. ბაქრაძის პოლკმა 168 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, გაანადგურა 5 ათასზე მეტი ფაშისტი, 557 კი ტყვედ აიყვანა. პარტიზანებმა გაანადგურეს მტრის 67 ტანკი, 19 ქვემეხი და ტყვიამფრქვევი, ააფეთქეს 9 გერმანული ეშელონი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით, კიდევ 8 ეშელონი დაატყვევეს.
ომის შემდეგ დავით ბაქრაძე აქტიურ საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა, არის პარტიზანული მოძრაობის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი.