ასლამაზაშვილი სურენ არტემის ძე

სურენ არტემის ძე ასლამაზაშვილი დაიბადა 1914 წელს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში.

დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლით "მამაცობისათვის". საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 22 თებერვალს- დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. გარდაიცვალა 1970 წელს.

კავთისხეველი გმირი დიდი სამამულო ომის პირველსავე დღეებში მოხალისედ ჩაეწერა წითელი არმიის რიგებში. 1943 წლის შემოდგომაზე ასლამაზიშვილის რაზმი მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, სიმაღლე 177,1-ზე გამაგრდა. რაზმის ამოცანა იყო, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინათ ეს სიმაღლე, რომლის ასაღებად 6 გერმანული ტანკი დაიძრა და რაზმის ნაწილი დახოცა. სერჟანტმა ასლამაზიშვილმა თავისი დაღუპული მეგობრების ტანკსაწინააღმდეგო ორი იარაღი გამოიყენა და ცეცხლი გაუხსნა გერმანულ ტანკებს. მან მოახრხა 4 მათგანის გადაბუგვა, 2 კი უკან გაბრუნდა.

მაგრამ ბრძოლა გერმანელ მეავტომატეებთან გაგრძელდა. სურენმაც ხელში ავტომატი აიღო და მტერს მედგრად დაუხვდა. ამასობაში, მარცხენა სანაპიროდა ჩვენი არმიის ნაწილებმა მოახრხეს გადმოსვლა. მათ იხილეს მძიმედ დაჭრილი, გონდაკარგული მეომარი, რომლის რაზმმა სიმაღლე დიდი მსხვერპლის ფასად შეინარჩუნა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება