1942 წლის 28 ივლისს სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისარმა, იოსებ სტალინმა, ხელი მოაწერა ბრძანება №227-ს, რომელიც წითელ არმიას შესაბამისი განკარგულების გარეშე უკან დახევას უკრძალავდა. ხალხში ამ დოკუმენტმა „არც ერთი ნაბიჯი უკან“ სახელწოდება მიიღო. ის მღობავი რაზმებისა და საჯარიმო ნაწილების შექმნას ითვალისწინებდა. ამ გზით სტალინი ჯარში დისციპლინის გამკაცრებასა და ვერმახტის წინსვლის შეჩერებას ცდილობდა. ისტორიკოსთა ნაწილი ბრძანების დებულებებს გაუმართლებლად სასტიკად მიიჩნევს, სხვები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანა კატასტროფისგან იხსნა. სტალინის ბრძანების მნიშვნელობის შესახებ — RT-ის მასალაში.
ბრძანება №227 მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ყველა ქვედანაყოფში ფაშისტების ფართომასშტაბიანი შეტევის პერიოდში წაიკითხეს. 1941 წლის შემოდგომაზე საბჭოთა ჯარებმა წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად გერმანელები შეაჩერეს, მაგრამ მოსკოვთან წამოწყებული კონტრშეტევა ჩაიხშო და ნაცისტებმა ფრონტზე კვლავ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
1942 წლის ივლისისთვის ჰიტლერელებმა დაიკავეს მთელი ბალტიისპირეთი, ბელარუსი, უკრაინა, ყირიმი და რსფსრ-ის დასავლეთი რეგიონების ნაწილი. ვერმახტი კავკასიის დაპყრობას გეგმავდა, რათა ქვეყნის სამხრეთი მის ცენტრალურ ნაწილს მოეწყვიტა. ომის 13 თვის განმავლობაში სსრკ-მ დაკარგა თავისი სასოფლო-სამეურნეო ბეღელი და ტერიტორიები, სადაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის თითქმის ნახევარი იყო განთავსებული.
ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა სიმძლავრეები, რომლებიც ნახშირის, თუჯისა და ფოლადის 70%-ს მოიპოვებდნენ. ოკუპირებულ რეგიონებში ომამდე 70 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და სარკინიგზო ხაზების 40% მდებარეობდა. ასეთი რესურსული ბაზის დაკარგვა არმიისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კატასტროფას უტოლდებოდა.
უკან დასახევი გზა არ არის
ბრძანება №227-ში, რომელიც სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისარმა, იოსებ სტალინმა, შეადგინა, გადმოცემული იყო ფრონტზე შექმნილი ვითარება: „ბრძოლები მიმდინარეობს ვორონეჟის რაიონში, დონზე, სამხრეთით ჩრდილოეთ კავკასიის კარიბჭესთან. გერმანელი ოკუპანტები სტალინგრადისკენ, ვოლგისკენ მიიწევენ და სურთ, ნებისმიერ ფასად დაიკავონ ყუბანი, ჩრდილოეთ კავკასია თავისი ნავთობისა და პურის სიმდიდრით“.
სტალინმა განაცხადა, რომ „პანიკიორების კვალდაკვალ“ მუშათა და გლეხთა წითელი არმიის(მგწა) ზოგიერთმა ნაწილმა როსტოვი და ნოვოჩერკასკი „სერიოზული წინააღმდეგობისა და მოსკოვის ბრძანების გარეშე“ დატოვა და „საკუთარი მედროშეები სირცხვილით შემოსა“. სახალხო კომისარმა გააკრიტიკა ჯარში დამარცხებისკენ მიმართული განწყობები და საუბრები იმის შესახებ, რომ არმიას მტრის ზეწოლის ქვეშ კიდევ შეეძლო უკან დახევა.

„ზოგიერთი უგუნური ადამიანი ფრონტზე თავს იმშვიდებს საუბრებით, რომ ჩვენ შეგვიძლია კვლავ დავიხიოთ აღმოსავლეთით, რადგან დიდი ტერიტორია, ბევრი მიწა, ბევრი მოსახლეობა გვყავს და პურიც ყოველთვის უხვად გვექნება… მაგრამ ასეთი საუბრები ყოვლად ყალბი და მატყუარაა, ხელსაყრელი მხოლოდ ჩვენი მტრებისთვის“, — ხაზგასმით აღნიშნა სტალინმა.
თავდაცვის სახალხო კომისარმა საკმაოდ ემოციურად შეაფასა მგწა-ს ქმედებები. მისი აზრით, ხალხმა საბჭოთა ჯარისკაცების ბრძოლისუნარიანობაში იმედგაცრუება დაიწყო. ბევრი მოქალაქე თითქოსდა „სწყევლის“ წითელ არმიას „იმის გამო, რომ ის ჩვენს ხალხს გერმანელი მჩაგვრელების უღელქვეშ ტოვებს, თავად კი აღმოსავლეთისკენ გარბის“.
სტალინის პირით საბჭოთა პროპაგანდამ პირველად ისაუბრა საკმაოდ გულახდილად უმძიმეს დანაკარგებსა და დეზერტირობის პრობლემაზე. გარდა ამისა, სახალხო კომისარმა აღიარა მოწინააღმდეგის უპირატესობა ცოცხალი ძალითა და ეკონომიკური რესურსებით. ამავდროულად, არმიის გასამხნევებლად, სტალინმა აღნიშნა, რომ „გერმანელები არც ისე ძლიერები არიან, როგორც ეს პანიკიორებს ჰგონიათ“.
„შემდგომი დახევა ნიშნავს საკუთარი თავისა და ამასთან ერთად, ჩვენი სამშობლოს დაღუპვას. ჩვენ მიერ დატოვებული ტერიტორიის ყოველი ახალი ნაგლეჯი ყოველმხრივ გააძლიერებს მტერს და ყოველმხრივ დაასუსტებს ჩვენს თავდაცვას, ჩვენს სამშობლოს… არც ერთი ნაბიჯი უკან! ასეთი უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი მოწოდება“, — ნათქვამია ბრძანებაში.
საჯარიმო ბატალიონები და მღობავი რაზმები
ქვეყანაზე მოახლოებული კატასტროფისა და დამარცხებისკენ მიმართული განწყობების გავრცელების გამო, სტალინმა ჯარში რკინისებური დისციპლინის დასამყარებლად საგანგებო ზომების შემოღება ბრძანა. უმკაცრესი წესრიგის არარსებობა, როგორც სახალხო კომისარი თვლიდა, მგწა-ს მთავარი ნაკლი იყო და მტრის დასავლეთით უკუგდებას უშლიდა ხელს.
ყველა ჯარისკაცი და ოფიცერი, რომელმაც პოზიციები სარდლობის ბრძანების გარეშე დატოვა, სტალინმა მოღალატედ გამოაცხადა, ანუ სამხედრო ტრიბუნალისთვის გადასაცემად ან დასახვრეტად განწირულად. დოკუმენტის თანახმად, არმიის მეთაურები, რომლებიც ჯარების უკან დახევას დაუშვებდნენ, სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ.

საჯარიმო ბატალიონი, 1943 წ.
ასევე, ფრონტის ფარგლებში, ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო ერთიდან სამამდე საჯარიმო ბატალიონი (თითოეული 800 კაცით). ამ ქვედანაყოფებში აგზავნიდნენ საშუალო და უფროს მეთაურებს, აგრეთვე პოლიტმუშაკებს, რომლებიც „სიმხდალის ან არამდგრადობის გამო დისციპლინის დარღვევაში“ იყვნენ მხილებულნი.
ჯარისკაცები და უმცროსი ოფიცრები „საკუთარ დანაშაულს სისხლით გამოისყიდიდნენ“ საჯარიმო ასეულებში. არმიის ფარგლებში ხუთიდან ათამდე ასეული ყალიბდებოდა, თითოეულში 150-200 კაცით.
ბრძოლის ველზე დისციპლინის ასამაღლებლად თითოეულ არმიაში ერთიდან ხუთამდე კარგად შეიარაღებული მღობავი რაზმი (თითოეულში 200-მდე კაცი) იქმნებოდა. სადამსჯელო ქვედანაყოფები „არამყარი დივიზიების უშუალო ზურგში“ თავსდებოდნენ. მათ მოვალეობაში შედიოდა „პანიკიორებისა და მხდალების“ ადგილზევე დახვრეტა.

ბრძანება №227 ყველა ასეულში, ესკადრონში, ბატარეაში, ესკადრილიაში, გუნდსა და შტაბში წაიკითხეს, თუმცა 1988 წლამდე მისი ტექსტი არსად გამოქვეყნებულა. ფორმალურად დოკუმენტი ომის დასრულებამდე მოქმედებდა, მაგრამ ფაქტობრივად, მღობავი რაზმები 1944 წლის 29 ოქტომბერს დაშალეს.

მორალური სულისკვეთების ამაღლება
ბრძანება №227-ით გათვალისწინებულ რეპრესიულ ზომებს ორმაგი ეფექტი ჰქონდა. როგორც მთავარსარდლობის შტაბის ხელმძღვანელი, სტალინი დე-ფაქტო გახდა ერთადერთი ადამიანი სსრკ-ში, რომელსაც ჯარების უკან დახევის ბრძანების გაცემის უფლება ჰქონდა.
ერთის მხრივ, ბრძანება „არც ერთი ნაბიჯი უკან“ ობიექტურად ამცირებდა უკან დახევის ალბათობას ფრონტის იმ უბნებზე, რომელთა შენარჩუნებაც შესაძლებელი იყო. მეორეს მხრივ, ასეთი მკაცრი ჩარჩოები ამცირებდა მგწა-ს მანევრულობას. ჯარების ნებისმიერი გადასროლა ან გადაჯგუფება საზედამხედველო ორგანოების მიერ შეიძლებოდა ღალატად ყოფილიყო აღქმული.
მოწოდებისა და დახვრეტის მუქარის მიუხედავად, 1942 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საბჭოთა ჯარებმა უკან დახევა განაგრძეს, თუმცა მტრის წინსვლა მნიშვნელოვნად შენელდა. დღე-ღამეში გერმანული ჯარები მხოლოდ რამდენიმე ასეულ ან ათეულ მეტრ საბჭოთა მიწას იკავებდნენ, ცალკეულ უბნებზე კი მგწა კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდა.
1942 წლის ოქტომბერში ჰიტლერული არმია სტალინგრადისთვის ბრძოლებში ჩაიფლო და 1943 წლის იანვრის ბოლოს მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში უდიდესი მარცხი განიცადა, დაკარგა რა მილიონზე მეტი ადამიანი. მტრის განადგურების შემდეგ ვოლგის ნაპირებსა და კურსკის რკალზე (1943 წლის ზაფხული), სსრკ ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდა.
რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მიაგკოვი დარწმუნებულია, რომ ბრძანება №227-ს უმეტესწილად მორალური ეფექტი ჰქონდა.
„სტალინმა გულწრფელად ისაუბრა მტრის უზარმაზარ უპირატესობაზე და იმაზე, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, მისი დამარცხება ნამდვილად შესაძლებელი იყო. ეს იყო გარდამტეხი მომენტი წითელი არმიის საბრძოლო სულისკვეთებისთვის“, — განმარტა მიაგკოვმა RT-სთან საუბარში.
ექსპერტის დასკვნას ვეტერანთა მოგონებებიც ადასტურებს. კერძოდ, დიდი სამამულო ომის მონაწილემ, ყოფილმა მეკავშირემ კონსტანტინე შაროვმა 2013 წელს განაცხადა: „სწორი ბრძანება იყო. 1942 წელს დაიწყო კოლოსალური უკან დახევა, გაქცევაც კი. ჯარების მორალური სულისკვეთება დაეცა. ასე რომ, ბრძანება №227 ტყუილად არ გამოსულა. ის ხომ მას შემდეგ გამოვიდა, რაც როსტოვი დატოვეს, არადა როსტოვს რომ ისევე ემარჯვა, როგორც სტალინგრადს…“
მითები „შტრაფნიკების“ შესახებ
სამამულო ისტორიოგრაფიაში ყველაზე მწვავე დებატებს სტალინის განკარგულებები საჯარიმო ქვედანაყოფებისა და მღობავი რაზმების შექმნის შესახებ იწვევს. ეს თემა ფართოდ არის გაშუქებული რუსულ და უცხოურ მასობრივ კულტურაში.
1942 წლის აგვისტოდან 65 საჯარიმო ბატალიონი და 1048 საჯარიმო ასეული ჩამოყალიბდა. „შტრაფნიკებს“ (საჯარიმო ნაწილების მებრძოლებს) „დანაშაულის გამოსასყიდად“ ფრონტის ყველაზე რთულ უბნებზე აგზავნიდნენ. დანაკარგები ასეთ ქვედანაყოფებში რამდენჯერმე აღემატებოდა წითელი არმიის ჩვეულებრივი ნაწილების საშუალო მაჩვენებლებს.
გადამდგარმა გენერალ-პოლკოვნიკმა, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა გრიგორი კრივოშეევმა დაადგინა, რომ სამხედრო სასამართლოები გაიარა მგწა-ს 994,3 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ, ხოლო საჯარიმო ქვედანაყოფებში 422 ათასი ადამიანი გაიგზავნა.
თუმცა, „შტრაფნიკების“ წვლილი ნაცისტური გერმანიის განადგურებაში ხშირად გაზვიადებულია. დიდი სამამულო ომის პერიოდში გაწვეულ მოქალაქეთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, მათი წილი 1%-ს არ აღემატებოდა. ფრონტის ხაზზე კი მათი წილი უფრო მაღალი იყო და დაახლოებით 3-4%-ს შეადგენდა.
მიაგკოვის თქმით, საჯარიმო ბატალიონები, სადაც ოფიცრები მსახურობდნენ, კარგად მომზადებული და შეიარაღებული ქვედანაყოფები იყო, რომლებიც რეგულარული არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ და მათ არასაჯარიმო მეთაურები ხელმძღვანელობდნენ. ამ ბატალიონებში მებრძოლები ზუსტად ისეთივე სასურსათო და მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას იღებდნენ, როგორსაც სხვა სამხედრო მოსამსახურეები.
„საჯარიმო ნაწილების მებრძოლთა გმირობა ისევე უკვდავია, როგორც მთელი წითელი არმიისა. თუმცა, გერმანელებთან ბრძოლებში მათ მონაწილეობაზე ზედმეტად დიდი აქცენტი კეთდება. ვრცელდება მითები და ყალბი ცნობები. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ თითქოს განსაკუთრებულ საჯარიმო ქვედანაყოფებში ბავშვებიც კი იბრძოდნენ. ამ ყველაფერს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, — ხაზგასმით აღნიშნა მიაგკოვმა.
როგორც ექსპერტი მიიჩნევს, მსგავსი მანიპულაციების მიზანია ვერაგი და ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების დისკრედიტაცია.
„წითელ არმიაში ადამიანებს უფრთხილდებოდნენ, რადგან ესმოდათ, რომ სწორედ კადრები ჭედავენ გამარჯვებას. ამიტომ მღობავი რაზმების ისტორიაც გაბერილია. მე არ მინახავს არც ერთი დოკუმენტი, სადაც უკანდახეული ჯარისკაცების დახვრეტაზე იქნებოდა საუბარი. თანაც, ცოტას თუ ახსოვს, რომ პირველი მღობავი რაზმები ჰიტლერმა შექმნა“, — დაასკვნა მიაგკოვმა.
28 июля 1942 года народный комиссар обороны СССР Иосиф Сталин подписал приказ №227, который запрещал отступление Красной армии без советующего распоряжения. В народе этот документ получил название «Ни шагу назад». Он предполагал создание заградительных отрядов и штрафных частей. Таким образом Сталин стремился укрепить дисциплину в войсках и остановить продвижение вермахта. Одни историки считают положения приказа неоправданно жёсткими, другие убеждены, что это было вынужденное решение, которое, возможно, спасло страну от катастрофы. О значении сталинского приказа — в материале RT.
Приказ №227 был зачитан всем подразделениям Рабоче-крестьянской Красной армии (РККА) в период крупномасштабного наступления фашистов. Осенью 1941 года ценой неимоверных усилий советские войска остановили немцев. Но контрнаступление под Москвой захлебнулось, и нацисты вновь достигли значительных успехов на фронте.
К июлю 1942 года гитлеровцы заняли всю Прибалтику, Белоруссию, Украину, Крым и часть западных регионов РСФСР. Вермахт намеревался захватить Кавказ, чтобы отрезать юг страны от её центральной части. За 13 месяцев войны СССР лишился сельскохозяйственной житницы и территорий, где располагалось около половины экономического потенциала страны.
За линией фронта оказались мощности, добывавшие 70% угля, чугуна и стали. В оккупированных регионах до войны проживали более 70 млн граждан, там находилось 40% всех железных дорог. Потеря такой ресурсной базы грозило обернуться катастрофой для армии и мирного населения.
В приказе №227, который составил народный комиссар обороны СССР Иосиф Сталин, правдиво излагается сложившаяся на фронте ситуация: «Бои идут в районе Воронежа, на Дону, на юге у ворот Северного Кавказа. Немецкие оккупанты рвутся к Сталинграду, к Волге и хотят любой ценой захватить Кубань, Северный Кавказ с их нефтяными и хлебными богатствами».
Сталин заявил, что, «идя за паникёрами», некоторые части РККА оставили Ростов и Новочеркасск «без серьёзного сопротивления и без приказа Москвы, покрыв свои знамёна позором». Нарком обороны раскритиковал пораженческие настроения в войсках и разговоры о том, что армия ещё может отступать под натиском врага.
«Некоторые неумные люди на фронте утешают себя разговорами о том, что мы можем и дальше отступать на восток, так как у нас много территории, много земли, много населения, и что хлеба у нас всегда будет в избытке… Но такие разговоры являются насквозь фальшивыми и лживыми, выгодными лишь нашим врагам», — подчеркнул Сталин.
Нарком обороны достаточно эмоционально оценил действия РККА. По его мнению, народ стал разочаровываться в боеспособности советских солдат. Многие граждане якобы «проклинают» Красную армию «за то, что она отдаёт наш народ под ярмо немецких угнетателей, а сама утекает на восток».
Устами Сталина советская пропаганда впервые достаточно откровенно рассказала о тяжелейших потерях и проблеме дезертирства. Кроме того, нарком обороны признал преимущество противника в живой силе и экономических ресурсах. В то же время, чтобы воодушевить армию, Сталин отметил, что «немцы не так сильны, как это кажется паникёрам».
«Отступать дальше — значит загубить себя и загубить вместе с тем нашу Родину. Каждый новый клочок оставленной нами территории будет всемерно усиливать врага и всемерно ослаблять нашу оборону, нашу Родину… Ни шагу назад! Таким теперь должен быть наш главный призыв», — говорится в приказе.
Штрафбаты и заградотряды
В связи с нависшей над страной катастрофой и распространявшимися пораженческими настроениями Сталин распорядился ввести чрезвычайные меры для создания железной дисциплины в войсках. Отсутствие строжайшего порядка, как считал нарком обороны, является главным недостатком РККА и мешает ей отбросить врага на запад.
Всех солдат и офицеров, оставивших позиции без приказа командования, Сталин объявлял предателями, то есть подлежащими суду или расстрелу. Согласно документу, командиры армий, допустившие отход войск, должны предстать перед военным трибуналом.
Также в пределах фронта в зависимости от обстановки могли формироваться от одного до трёх штрафных батальонов (по 800 человек). В эти подразделения направлялись средние и старшие командиры, а также политработники, которые были уличены «в нарушении дисциплины по трусости или неустойчивости».
Солдатские чины и младшие офицеры «искупали кровью свои преступления» в штрафных ротах. В пределах армии формировалось от пяти до десяти рот по 150—200 человек в каждой.
Для повышения дисциплины на поле боя в каждой армии создавалось от одного до пяти хорошо вооружённых заградительных отрядов (до 200 человек в каждом). Карательные подразделения размещались «в непосредственном тылу неустойчивых дивизий». В их обязанности входил расстрел на месте «паникёров и трусов».
Приказ №227 был зачитан во всех ротах, эскадронах, батареях, эскадрильях, командах и штабах, хотя до 1988 года его текст нигде не публиковался. Формально документ действовал до окончания войны, но фактически заградотряды были распущены 29 октября 1944 года.
Поднять моральный дух
Репрессивные меры, предусмотренные приказом №227, имели двойственный эффект. Будучи главой Ставки главного командования, Сталин де-факто стал единственным человеком в СССР, который имел право отдать распоряжение об отходе войск.
С одной стороны, приказ «Ни шагу назад» объективно уменьшал вероятность отступления на участках фронта, которые можно было удержать. С другой — столь жёсткие рамки снижали манёвренность РККА. Любая переброска или перегруппировка войск могла трактоваться надзорными органами как предательство.
Несмотря на призыв и угрозу расстрела, летом и осенью 1942 года советские войска продолжили отступать. Но продвижение врага существенно замедлилось. В сутки немецкие войска захватывали лишь несколько сотен или десятков метров советской земли, а на отдельных участках РККА пыталась наносить контрудары.
В октябре 1942 года гитлеровская армия завязла в боях за Сталинград и в конце января 1943 года потерпела самое крупное поражение за всю историю Второй мировой войны, потеряв более миллиона человек. После разгрома врага на берегах Волги и на Курской дуге (летом 1943 года) СССР перешёл в масштабное наступление.
Председатель Научного совета Российского военно-исторического общества (РВИО) Михаил Мягков убеждён, что приказ №227 имел в большей степени моральный эффект.
«Сталин честно рассказал о громадном преимуществе врага и о том, что, несмотря на все трудности, его действительно можно побеждать. Это был переломный момент для боевого духа Красной армии», — пояснил Мягков в беседе с RT.
Вывод эксперта подтверждают воспоминания ветеранов. В частности, участник Великой Отечественной войны, бывший связист Константин Михайлович Шаров в 2013 году заявил следующее: «Правильный приказ был. В 1942 году началось колоссальное отступление, даже бегство. Моральный дух войск упал. Так что приказ №227 не зря вышел. Он же вышел после того, как Ростов оставили, а вот если бы Ростов стоял так же, как Сталинград…»
Мифы о штрафниках
Самые жаркие дебаты в отечественной историографии вызывают распоряжения Сталина создать штрафные подразделения и заградительные отряды. Эта тема широко освещена в российской и зарубежной массовой культуре.
С августа 1942 года было сформировано 65 штрафных батальонов и 1048 штрафных рот. Штрафников отправляли «искупать вину» на самые сложные участки фронта. Потери в таких подразделениях в несколько раз превышали средние показатели в обычных частях Красной армии.
Генерал-полковник в отставке, профессор Академии военных наук Григорий Кривошеев подсчитал, что через военные суды прошли 994,3 тыс. военнослужащих РККА, а в штрафные подразделения были отправлены 422 тыс. человек.
Однако вклад штрафников в разгром нацистской Германии нередко преувеличивается. С учётом общего количества призванных на службу граждан в период Великой Отечественной войны доля штрафников не превышала 1%. На линии фронта доля штрафников была выше и составляла примерно 3—4%.
По словам Мягкова, штрафные батальоны, где служили офицеры, были хорошо подготовленными и вооружёнными подразделениями, входившими в состав регулярной армии и управлявшимися командирами-нештрафниками. Воевавшие в этих батальонах получали точно такое же продовольственное и материально-техническое снабжение, как и остальные военнослужащие.
«Подвиг штрафников также бессмертен, как и всей Красной армии. Однако на их участии в боях с немцами делается слишком большой акцент. Распространяются мифы и ложные сведения. Доходит до того, что якобы и дети воевали в особых штрафных подразделениях. Всё это не имеет никакого отношения к реальности», — подчеркнул Мягков.
Как полагает эксперт, цель подобных манипуляций состоит в том, чтобы дискредитировать победу над коварным и мощным противником.
«Людей в Красной армии берегли, понимая, что именно кадры куют победу. Поэтому история с заградотрядами также раздута. Я не видел ни одного документа, где говорилось бы о расстреле отступающих солдат. Да и мало кто помнит, что первые заградотряды создал Гитлер», — резюмировал Мягков.
