ამა წლის ოქტომბერში ლეგენდარული მზვერავის, რიხარდ ზორგეს დაბადებიდან 125 წელი გავიდა – DidiSamamulo.Ge

ამა წლის ოქტომბერში ლეგენდარული მზვერავის, რიხარდ ზორგეს დაბადებიდან 125 წელი გავიდა

by SuperUser
A+A-
Reset

1895 წლის 4 ოქტომბერს ბაქოში დაიბადა ეროვნებით გერმანელი რიხარდ ზორგე – მომავალი ლეგენდარული მზვერავი და საბჭოთა კავშირის გმირი. მთელი რვა წლის განმავლობაში იგი საბჭოთა კავშირის რეზიდენტად მუშაობდა იაპონიაში. ისტორიკოსები მას მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე უფრო შედეგიან სპეცთანამშრომლად მიიჩნევენ. სწორედ ზორგემ გააფრთხილა მოსკოვი 1941 წელს გერმანიის აგრესიის გარდაუვალობის შესახებ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, უკვე დაწყებული ომის მსვლელობისას ზორგემ უტყუარი ინფორმაცია მიაწოდა მოსკოვს, რომ იაპონია არ აპირებს თავს დაესხას საბჭოთა კავშირს. ამ ინფორმაციამ საშუალება მისცა საბჭოთა ხელმძღანელობას, მოსკოვის დასაცავად ციმბირიდან დამატებითი ძალები გადაესროლა, რომლებიც იქამდე, იაპონიის აგრესიის მოლოდინში, ჩინეთის საზღვართან იდგნენ. იაპონიის ხელისუფლების მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმაზე უარის თქმაში თავად რიხარდ ზორგეს წვლილიც არის, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ამ ქვეყნის ისტებლიშმენტში.

1941 წლის ბოლოს იაპონელებმა ზორგე დააპატიმრეს და სამი წლის თავზე სიკვდილით დასაჯეს.

Рекомендуем