18-24 წლის ახალგაზრდების საყურადღებოდ! ცხადდება ვ. კვაჭანტირაძის და ვ. სალბიევის სახელობის ღია ტურნირი სროლაში – DidiSamamulo.Ge

18-24 წლის ახალგაზრდების საყურადღებოდ! ცხადდება ვ. კვაჭანტირაძის და ვ. სალბიევის სახელობის ღია ტურნირი სროლაში

by SuperUser
A+A-
Reset
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, პირველად ცხადდება ღია ტურნირი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის (გოგონებიც და ვაჟებიც), პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ტურნირი საქართველოს საამაყო შვილების, ფაშიზმთან 1941-1945 წლების ომის გმირების, ყველაზე უფრო შედეგიანი სნაიპერების – ვასილი კვაჭანტირაძისა და ვლადიმირ (დათო) სალბიევის სახელს ატარებს.
ტურნირი გაიმართება ოთხშაბათს, 8 მაისს, 11 საათზე, ტირში (მისამართს გაცნობებთ სურვილის შემთხვევაში).
ახალგაზრდებს კონსულტაციებს გაუწევენ პროფესიონალი ინსტრუქტორები, რომლებიც მათ თავდაპირველად საცდელ სროლებს განახორციელებინებენ.
ტურნირის გამარჯვებული, ასევე მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულები, სიგელთან და წიგნთან ერთად, დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით! გელით სასიამოვნო სიურპრიზი!
დაგვიკავშირდით „ვოცაპის“ ან „ტელეგრამის“ საშუალებით: +995577999912.
იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

Рекомендуем