რუსეთში სტალინ-ცენტრი ანუ გამარჯვების ავტორის მუზეუმი გაიხსნება – DidiSamamulo.Ge

რუსეთში სტალინ-ცენტრი ანუ გამარჯვების ავტორის მუზეუმი გაიხსნება

by SuperUser
A+A-
Reset

ნიჟნი ნოვგოროდის მხარეში, ქალაქ ბორში, ამა წლის 8 მაისს ჩაიდგმება პირველი ქვა, რომელზეც აშენდება 1945 წლის დიდი გამარჯვების ავტორის, იოსებ სტალინის მუზეუმი. ეს ინიციატივა რუსეთის კომუნისტურ პარტიას ეკუთვნის.

ქვას კომპარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრები ვლადისლავ ეგოროვი და ალექსეი ზოროვი ჩადგამენ. დაგეგმილია მუზეუმის მოწყობა ისე, რომ იოსებ სტალინის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი დაწვრილებით იქნას ასახული.

“სტალინის ცენტრის შექმნა ნიჟნი ნოვგოროდის მხარეში პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს რუსეთის ყველა სუბიექტში ანალოგიური მუზეუმების შექმნისათვის. ეს უმძლავრეს ბიძგს მისცემს ახალი თაობების პატრიოტულ აღზრდასა და ისტორიის დამახინჯებასთან ბრძოლას” – მიაჩნია ვლ. ეგოროვს.

რუსეთის კომპარტიის რეგიონული განყოფილების საიტზე წარმოდგენილია შენობის ესკიზები – სამსართულიანი “ოსობნიაკი”, სახურავზე დიდი ტერასით.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულმა ა. ზოროვმა გასული, 2020 წლის 24 ივნისს ბორში საკუთარ ნაკვეთზე, სტალინის 3-მეტრიანი ძეგლი აღმართა.

Рекомендуем