სააგენტო „რია ნოვოსტის“ შეკითხვაზე, მოწვეულნი იქნებიან თუ არა უცხოელი ლიდერები მიმდინარე წლის გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში, 9 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყოფითად უპასუხა:
„არა, ეს წელი საიუბილეო წელი არ არის, ამიტომ არ გვაქვს გათვალისწინებული უცხოელი მონაწილეების მოწვევა. სხვა მხრივ, ალბათ, ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება აღლუმზე მოსაწვევად, თუმცა იმ ნიუანსების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრული იქნება ჩვენი სანიტარული ძალების მიერ“ – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე პოდმოსკოვიეში, ალაბინოში, ჩატარდა გამარჯვების აღლუმის რეპეტიცია ქვეითი კოლონების, სახმელეთო და საავიაციო ტექნიკის მონაწილეობით. სამხედროები სულ 12 ერთობლივ წვრთნას გამართავენ სპეციალურ პლატფორმაზე, რომლითაც წითელი მოედნის იმიტირება ხდება. მოსკოვში კი ღამეული რეპეტიციები 29 აპრილსა და 4 მაისს ჩატარდება.
