სამშაბათს, 12 აგვისტოს, სამხედრო ფორმის მუზეუმში, ალექსეი პროკოფის ძე ბერესტის შვილიშვილს, იმ ბერესტისა, რომელმაც 1945 წლის მაისში ეგოროვთან და ქანთარიასთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა, გმირის ოქროს ვარსკვლავი გადასცეს. 80 წელი გავიდა მას შემდეგ, ალ. ბერესტის გმირობის აღიარების ბედი უცნაურად წარიმართა. 2025 წლამდე მას არ ეღირსა ოფიციალური აღიარება სსრკ-სა და რუსეთისგან (წარმოშობით უკრაინელი ბერესტი, რომელიც ახლანდელი სუმის ობლასტში დაიბადა, 2005 წელს „უკრაინის გმირად“ გამოცხადდა).
ამ არაღიარების მიზეზებზე რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა აშკარაა, რომ ბერესტი, რომელიც 1942 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, არ იყო მაინცდამაინც სამაგალითო და დისციპლინირებული კომუნისტი. ომის შემდეგ მას ამხანაგური სასამართლოც მოუწყეს „ორცოლიანობისათვის“ (პირველ მეუღლესთან გაყრა არ ჰქონდა ოფიციალურად გაფორმებული, ისე მოიყვანა მეორე მეუღლე). ბევრი ასეთი წვრილმანისგან შედგება ადამიანის ისტორია. სსრ კავშირში კი გმირის წოდებას სხვა ფასი ჰქონდა, მას ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით უდგებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სისტემის შეცდომა და ადამიანის ღვაწლის დაუფასებლობა საკმაოდ ხშირად ხდებოდა.
საქმე ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ალექსეი ბერესტი, ეს დიდი ვაჟკაცობის მებრძოლი, საერთოდ დაუფასებელი იყო. მას სსრკ გმირის წოდება არ მიენიჭა, თორემ ჰქონდა წითელი ვარსკვლავის ორდენი, წითელი დროშის ორდენი და, ყველაზე პრესტიჟული – დიდი სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი.
შვილიშვილი ბაბუის შესახებ სდუმს
დავუბრუნდეთ ალ. ბერესტისთვის გმირის წოდების მინიჭებას. სამხედრო ფორმის მუზეუმის სვეტებიანი დარბაზი სავსე იყო. ყველა წამყვანი ფედერალური მასმედია იყო წარმოდგენილი დარბაზში, იმყოფებოდნენ ავტორიტეტული ისტორიკოსები და აქტიური სამხედრო მოსამსახურები – სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები… ყველანი დანიშნულ დროზე დიდი ხნით ადრე ჩამოვიდნენ – იუწყება გაზეთი „არგუმენტი ი ფაქტი“.
ღონისძიების გმირი, ალექსეი პროკოფიევიჩ ბერესტის შვილიშვილი, ალექსეი ალექსეევიჩ ბერესტი, მოგვიანებით გამოჩნდა, მეუღლე ანასთან ერთად. ჩუმად, ყურადღების მიპყრობის გარეშე, ისინი პირველ რიგში დასხდნენ და გატოკების გარეშე განაგრძეს ჯდომა. გარკვეული დროის შემდეგ, ჟურნალისტებმა გამოიცნეს, ვინ იყვნენ მათ წინ და ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ბერესტისთვის ინტერვიუს თხოვნით მისვლა. მაგრამ მან ყველას უარი უთხრა.
ამ დროს დარბაზში შემოვიდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი და ტრიბუნასთან დადგა. მან დამსწრეთ მოუყვა, რომ რაიხსტაგზე დროშის აღმმართავი არაერთი ჯგუფი არსებობდა.
„ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება ენციკლოპედიებიდან და ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან, რომ ამ ჯგუფებიდან მთავარი, კანონიკური შტურმის ჯგუფი შედგებოდა სამი ადამიანისგან. ესენი იყვნენ მიხაილ ეგოროვი, მელიტონ ქანთარია და მათი მეთაური ალექსეი ბერესტი. სხვადასხვა გარემოებების გამო, ბერესტი არ აღმოჩნდა დაჯილდოებულთა შორის. და ახლა, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ აღდგენილ იქნა ისტორიული სამართლიანობა“ – განაცხადა პრეზიდენტის თანაშემწემ.
მედინსკიმ საზეიმოდ გადასცა განსაკუთრებული ჯილდო – რუსეთის გმირის ვარსკვლავი, სიკვდილის შემდეგ, გმირი ალექსეი პროკოფის ძე ბერესტის შვილიშვილს, ალექსეი ალექსეის ძე ბერესტს.
„ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – განაცხადა გმირის შვილიშვილმა თავის საპასუხო გამოსვლაში. „მართალია, ბევრი მათგანი აღარ არის ცოცხალი. მადლობას ვუხდი ვეტერანებსა და СВО-ს მონაწილეებს, რომლებიც დღეს დაჯილდოების ცერემონიაზე მოვიდნენ. როსტოვის ოლქში ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ამ საქმეს. ძალიან, ძალიან სასიამოვნოა ამ მედლის მიღება“ – აღნიშნა ბერესტმა-შვილიშვილმა.
ა. ა. ბერესტის თქმით, მას ბაბუა არ ახსოვს, რადგან იგი დაიღუპა (1970 წელს), როდესაც თავად 5 წლის იყო. თუმცა ოჯახური გადმოცემით იცის, რომ ბაბუა ძალიან დიდი, თითქმის 2 მეტრი სიმაღლის იყო.
ჟურნალისტების ყველა მცდელობა, რაიმე ეთქვა ბაბუის ომისშემდგომ ცხოვრებაზე, ალექსეი ალექსეევიჩმა მკვეთრად უკუაგდო. კითხვაზე, თუ რატომ სდუმს იგი, ასეთ პასუხი გასცა: „არ უნდათ ამის მოსმენა და იმიტომ“. ამის შემდეგ მან დარბაზი დატოვა.
ბევრი ბერესტი შვილიშვილს ძალზე თავისებურად ჩათვლის (ბაბუის გენეტიკა?), მაგრამ ეს ხელს არ უშლის ადამიანს, იყოს დადებითი პიროვნება. პირიქით.
გმირი ა.პ. ბერესტი მშვიდობიან დროს დაიღუპა, როგორც უკვე აღვნიშნეთ – 1970 წელს (49 წლის ასაკში). ის შეეწირა რკინიგზის ლიანდაგზე გაჭედილი პატარა გოგონას გადარჩენას. ბერესტი მოსკოვი-ბაქოს მატარებლით მგზავრობდა. ყველაფერი წამებმა გადაწყვიტა. ალექსეი ბერესტმა ბოლო წამს მოახერხა გოგონას გამოთავისუფლება, მაგრამ თავად მატარებლის ვაგონს ქვეშ, ლიანდაგზე, აღმოჩნდა და რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Во вторник, 12 августа, в Музее военной формы внуку Алексея Береста, который в мае 1945 года водрузил на Рейхстаг Знамя Победы вместе с Егоровым и Кантарией, передали золотую Звезду Героя. С тех пор прошло 80 лет, и судьба подвига А. П. Береста приняла странный оборот. До 2025 года он не удостоился официального признания со стороны СССР и России (Берест, уроженец Украины, родившийся в нынешней Сумской области, был объявлен «Героем Украины» в 2005 году).
Существует несколько версий причин этого непризнания, но очевидно, что Берест, вступивший в Коммунистическую партию в 1942 году, отнюдь не был примерным и дисциплинированным коммунистом. После войны над ним даже был устроен товарищеский суд за «двоеженство» (он официально не развелся с первой женой, взяв в жены другую женщину). История человека состоит из множества подобных мелочей. В СССР звание Героя имело иную ценность, к нему подходили по очень строгим критериям, хотя ошибки государственной системы и недооценка человеческих заслуг были довольно распространённым явлением.
Не следует думать, что Алексей Берест, этот предельно доблестный боец, был совершенно неоценён. Он не был удостоен звания Героя СССР, но имел ордена Красной Звезды, Красного Знамени и, что самое почётное, орден Великой Отечественной войны I степени.
Внук молчит о деде
В колонном зале Музея военной формы было не протолкнуться. Задолго до назначенного времени приехали все ведущие федеральные СМИ, ученые-историки, действующие военные, принимавшие участие в СВО.
Герой сегодняшнего события, внук Алексея Прокофьевича Береста Алексей Алексеевич Берест появился позже в сопровождении супруги Анны. Тихонько, не привлекая внимания, они сели на первый ряд и замерли. Через некоторое время журналисты догадались, кто перед ними, и стали поочередно подходить к Бересту с просьбой об интервью. Но он отказал всем.
Тем временем в зал вошел помощник президента РФ Владимир Мединский и встал за трибуну. Он рассказал, что групп, водружавших знамена на поверженный Рейхстаг, было много.
«Все мы прекрасно знаем из энциклопедий и школьных учебников истории, что главная из них, каноническая штурмовая группа состояла из трех человек, — продолжил Мединский. — Это были Михаил Егоров, Мелитон Кантария и их командир Алексей Берест. В силу разных обстоятельств Береста не оказалось среди тех, кто был награжден. И решением президента России несколько дней назад историческая справедливость была восстановлена».
Мединский торжественно вручил знак особого отличия — золотую Звезду Героя России, звание которого было присвоено Алексею Прокофьевичу посмертно, его внуку Алексею Алексеевичу.
«Это очень важное событие для нашей семьи, — сказал в ответном слове внук героя. — Правда, многих уже нет. Я выражаю благодарность ветеранам и участникам СВО, которые сегодня пришли на вручение. Очень много людей в Ростовской области болеют за это дело. Очень, очень приятно получить эту медаль».
А. А. Берест рассказал, что не помнит своего деда, так как тот погиб (в 1970 году), когда ему было всего пять лет. Однако из семейных преданий он знает, что дед был очень большим, под два метра.
Все попытки журналистов рассказать что-либо о послевоенной жизни деда были резко отвергнуты Алексеем Алексеевичем. На вопрос, почему молчит, он ответил: «Потому, что это не хотят слушать», — обернувшись, проговорил Алексей Берест и вышел из помещения.
Многие сочтут внука Береста своенравным (генетика деда?), но от этого человек не перестает быть позитивным. Даже наоборот.
Герой А. П. Берест погиб в мирное время, как уже было отмечено – в 1970 году (в возрасте 49-ти лет). Погиб он, спасая маленькую девочку, застрявшую на железнодорожных путях. Берест следовал поездом Москва-Баку. Секунды решали всё. Алексей Берест в последнюю секунду успел оттолкнуть девочку, а сам попал под колеса и через несколько часов скончался в больнице.
Основной источник: АиФ
