ბილანიშვილი გიორგი ივანეს ძე

გიორგი ივანეს ძე ბილანიშვილი დაიბადა 1917 წელს ქ. თბილისში. 1939 წელს დაამთავრა კიევის სამხედრო სასწავლებელი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. სკკპ წევრი. ხუთჯერ იყო დაჭრილი და გამოჯანმრთელების შემდეგ ყოველთვის უბრუნდებოდა ფრონტს. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით; საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1970 წელს.

იდეალისტი ახალგაზრდა პედაგოგობაზე ოცნებობდა, მაგრამ კომკავშირის საგზურით ჯარში მოხვდა, გახდა საკადრო ოფიცერი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ასაკში, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე, მონაწილეობდა ფინეთთან ომში, შემდეგ კი დასავლეთ უკრაინის ტერიტორია  დაიბრუნა წითელი არმიის რიგებში. დიდ სამამულო ომში მისი დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ძალიან განიცდიდა ჩვენი ჯარების უკან დახევას ომის საწყის ეტაპზე.

1943 წლის შემოდგომაზე ბილანიშვილი 38-ე მსროლელი დივიზიის 343-ე პოლკის მეთაურის მოადგილე იყო. პოლკის წინაშე მდ. დნეპრის ფორსირების ამოცანა იდგა. 8 სექტემბერს მან, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად დაიკავა პოზიციები პოლტავის ოლქში, სოფელ ხიტციში. ამ მანევრმა საშუალება მისცა საბჭოთა პოლკს, დაუბრკოლებლად გადაელახა მდინარე პსიოლი და გასულიყო დნეპრის ნაპირზე. ამასთან, ბილანიშვილმა პირადად გაანადგურა 6 ჰიტლერელი ჯარისკაცი.

23 სექტემბერს ბილანიშვილმა და მისმა რაზმმა პირველებმა მოახდინეს დნეპრის ფორსირება და დაიკავეს კიევის ოლქის სოფელ გრიგოროვკასთან მისადგომები.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება